17:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იტალიური საფეხბურთო კლუბი "პალერმო" სარეცხი ფხვნილის მწარმოებელმა კომპანიამ 10 ევროდ იყიდა
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სკრიპალების საქმესთან დაკავშირებული სანქციების მეორე ნაწილს აამოქმედებს

სიახლეები

კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 888.4 მლნ მლნ ლარით გაიზარდა

 

2018 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, საბანკო სისტემის სადეპოზიტო ვალდებულებები 354.2 მლნ ლარით (1.6 პროცენტით) გაიზარდა და 22.3 მლრდ ლარს გაუტოლდა. 2017 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში, მთლიანი დეპოზიტების მოცულობა 17.1 პროცენტით არის გაზრდილი. სადეპოზიტო ვალდებულებების ზრდაზე გავლენა მოახდინა ლარის გაუფასურების შედეგად უცხოური ვალუტის დეპოზიტების ლარით გამოსახული მაჩვენებლის ზრდამ.

 

საანგარიშო პერიოდში წინა თვესთან შედარებით, ლარით დენომინირებული დეპოზიტების მოცულობა 79.8 მლნ ლარით (1.0 პროცენტით) შემცირდა და 8.14 მლრდ ლარი შეადგინა. ვადიანი დეპოზიტები - 47.7 მლნ ლარით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე ანგარიშები 127.5 მლნ ლარით შემცირდა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ დეპოზიტებზე 0.2 პროცენტიანი (9.1 მლნ დოლარი) კლება დაფიქსირდა და პერიოდის ბოლოს 5.23 მლრდ დოლარი შეადგინა. აღნიშნული კლება ძირითადად იურიდიული პირების მიმდინარე ანგარიშების კლებით იყო განპირობებული. სავალუტო და სალარე დეპოზიტების ზრდის ტემპებიდან გამომდინარე დეპოზიტების დოლარიზაციის მაჩვენებელი, 2018 წლის ოქტომბერში 1.0 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 63.4 პროცენტს შეადგენს.

 

საანგარიშო პერიოდის ბოლოს, იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების დოლარიზაცია, შესაბამისად, 54.4 და 77.3 პროცენტს შეადგენდა. ოქტომბერში, საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე შემცირდა 0.4 პროცენტული პუნქტით და 5.3 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ვალუტით მოზიდულ დეპოზიტებზე ბანკების მიერ გადახდილი სარგებლის წლიური საშუალო შეწონილი განაკვეთი წინა პერიოდთან შედარებით უცვლელია და 7.6 პროცენტს შეადგენს.

 

იურიდიული პირების ეროვნული ვალუტით დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.1 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.2 პროცენტია. ფიზიკური პირების დეპოზიტებზე წლიური განაკვეთები შემცირდა 0.2 პროცენტული პუნქტით და 8.8 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით მოზიდული დეპოზიტების წლიური განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.9 პროცენტს შეადგენს. უცხოური ვალუტით იურიდიული პირების დეპოზიტებზე საპროცენტო განაკვეთები 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 3.8 პროცენტია, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტებზე განაკვეთი გაიზარდა 0.1 პროცენტული პუნქტით და 2.7 პროცენტს შეადგენს. 

 

2017 წლის ოქტომბერში არსებულ განაკვეთებთან შედარებით, ეროვნული ვალუტით დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები 0.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 7.6 პროცენტს შეადგენს, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე უცვლელია და შეადგენს 2.9 პროცენტს.

 

2018 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკის დაკრედიტება 888.4 მლნ მლნ ლარით გაიზარდა და 25.35 მლრდ ლარს გაუტოლდა. კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების პორტფელის წლიურმა ზრდის ტემპმა კი 22.9 პროცენტი შეადგინა. გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, სესხების წლიური ზრდა 19.2 პროცენტი იყო. საკრედიტო პორტფელის ზრდაზე ძირითადად გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების ზრდამ, ასევე გაიზარდა უცხოური ვალუტით გაცემული სესხები. ოქტომბრის ბოლოსთვის, საკრედიტო პორტფელის 85.3 პროცენტი გრძელვადიან სესხებზე მოდიოდა, რომლის 60.3 პროცენტი უცხოური ვალუტით იყო გაცემული. მოკლევადიან სესხებში კი უცხოური ვალუტით სესხების წილი 36.5 პროცენტს შეადგენდა.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.