17:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადის შემცირებას დასთანხმდა
თბილისი პარიზის დეკლარაციას შეუერთდა

სიახლეები

ვადაგადაცილებული სესხები 28.4 მლნ ლარით გაიზარდა

 

ოქტომბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 28.4 მლნ ლარით გაიზარდა და 426.0 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.

საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.2 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტით დენომინირებულ სესხებზე საშუალო შეწონილი წლიური საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა 0.3 პროცენტული პუნქტით და 7.6 პროცენტს შეადგენს. ხოლო ეროვნული ვალუტით გაცემულ კრედიტებზე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა 14.7 პროცენტამდე.

 

ეროვნული ვალუტით სესხების შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ფიზიკური პირებისთვის 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 17.9 პროცენტია, ხოლო იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთი 0.3 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და წლიური 11.1 პროცენტი შეადგინა. უცხოური ვალუტის შემთხვევაში, იურიდიული პირების სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა 8.3 პროცენტამდე, ხოლო ფიზიკური პირების შემთხვევაში, 0.2 პროცენტული პუნქტით 6.5 პროცენტამდე გაიზარდა. წინა წლის ოქტომბერთან შედარებით საპროცენტო განაკვეთები უცხოური ვალუტის სესხებზე 0.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა, ხოლო ეროვნული ვალუტის სესხებზე კი - 2.0 პროცენტული პუნქტით.\

 

საანგარიშო პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხები 226.2 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა და 11.35 მლრდ ლარს გაუტოლდა.

 

უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა ოქტომბერში 80.6 მლნ აშშ დოლარით (1.5 პროცენტით) გაიზარდა წინა თვესთან შედარებით და პერიოდის ბოლოს 5.43 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამ კატეგორიის კრედიტების 55.2 პროცენტს იურიდიულ პირებზე გაცემული სესხები შეადგენდა, ხოლო 88.8 პროცენტი გრძელვადიან დაკრედიტებას უჭირავს. უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდა, ძირითადად ფიზიკური პირების გრძელვადიანი სესხების დაკრედიტების ზრდით არის გამოწვეული.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.