17:43 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ოქტომბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შემცირდა
ჩინეთი აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე გადასახადის შემცირებას დასთანხმდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

3 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ქვეყანაში მასობრივი არეულობებისა და საპროტესტო გამოსვლების გამო, საფრანგეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს, - ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის წარმომადგენელმა ბენჟამინ გრივომ გავრცელა. "ჩვენ უნდა ვიფიქროთ საგანგებო ზომებზე, რათა მსგავსი ინციდენტები არ განმეორდეს", - თქვა მან რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის ფიზიკური დაპირისპირების კომენტირებისას. ჩინოვნიკმა აღნიშნა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და შს მინისტრი ამის შესაძლებლობას განიხილავენ. ბოლო რამდენიმე დღეში ე.წ. "ყვითელი ჟილეტების აქციამ", რომელიც საწვავის გაძვირების წინააღმდეგ არის მიმართული, საფრანგეთში უპრეცედენტო მასშტაბები მიიღო, დაშავებულთა რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.

ჩინეთის მთავრობა ამერიკული წარმოების ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის გაუქმებას დასთანხმდა, - ინფორმაცია ამის შესაახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაავრცელა, თავის ოფიციალურ Twitter-ზე. "ჩინეთი დასთანხმდა გადასახადის შემცირებას და მოხსნას ამერიკიდან ჩინეთში იმპორტირებულ ავტომობილებზე. ამჟამად ეს გადასახადი 40%-ს შეადგენს", - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა. მსოფლიო პრესამ ეს ფაქტი სავაჭრო დაპირისპირებაში ჩინეთის "დანებებად" შეაფასა.

ოქტომბრის თვეში, ვადაგადაცილებული სესხები 28.4 მლნ ლარით გაიზარდა და 426.0 მლნ ლარს გაუტოლდა. მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6 პროცენტი იყო. ვადაგადაცილებული სესხების 50.5 პროცენტი ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული. საანგარიშო პერიოდში, მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 56.4 პროცენტს გაუტოლდა.საბანკო სისტემაში საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთები სესხებზე მიმდინარე წლის ოქტომბერში 0.3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.2 პროცენტი შეადგინა.

შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეს, თბილისში ხელი მოეწერა პარიზის დეკლარაციას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილემ სოფიო ხუნწარიამ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის აივ/შიდსის ერთიანი პროგრამის (UNAIDS) წარმომადგენელმა ლევ ზოგრაბიანმა. თბილისის მიერ პარიზის დეკლარაციის ხელმოწერა გულისხმობს, რომ თბილისი, ისევე როგორც სხვა წამყვანი ევროპული ქალაქები, აცნობიერებს აივ ინფექციის/შიდსისა და ტუბერკულოზის საფრთხეებს და უერთდება წამყვანი ქალაქების სულისკვეთებას ამ დაავადებების დამარცხებისთვის.

დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია, რომელიც ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალაა, პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებით ემუქრება, თუ მის მიერ შემუშავებულ Brexit-ის გეგმას 11 დეკემბერს პარლამენტი არ დაამტკიცებს. ლეიბორისტების წარმომადგენლის კეირ სტარმერის თქმით, თუ ბრიტანეტის მთავრობის ევროკავშირიდან გამოსვლის გეგმა ჩაიშლება, ეს ნაბიჯი გარდაუვალი უქნება. ამჟამად ტერეზა მეი პარლამენტარებთან კონსულტაციებს მართავს, რათა გეგმის დასამტკიცებლად საჭირო უმრავლესობა მოიპოვოს. მის გეგმას მოწინააღმდეგეები მმართველ პარტიაშიც ჰყავს.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

11 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

10 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.