17:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნოემბერში წლიური ინფლაციის დონემ 1,9 პროცენტი შეადგინა
დილა მშვიდობის

სიახლეები

ოქტომბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შემცირდა

 

2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია.

 

საანგარიშო პერიოდში ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.8 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.3 პროცენტით გაუფასურდა. წლიურ დონეზე, ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.6 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 6.2 პროცენტით გამყარდა. ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 2.6151-დან 2.7027-მდე შეიცვალა, ანუ 3.3 პროცენტით გაუფასურდა.

 

ოქტომბრის თვეში სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარი/ლარის ვაჭრობის მთლიანმა ბრუნვამ 113.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 4.3 მილიონი აშშ დოლარით (3.6 პროცენტით) ნაკლებია წინა თვის ბრუნვაზე და 31.7 პროცენტით მეტია წინა წლის ოქტომბრის მონაცემზე. იმავდროულად, ბაზრის მონაწილეებს შორის დადებული გარიგებების რაოდენობა 3 პროცენტით შემცირდა, წლიურად კი 36 პროცენტით გაიზარდა. თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო აუქციონი არ ჩაუტარებია.

 

ოქტომბერში სავალუტო ბაზრის კონცენტრაცია შემცირდა: ბანკთაშორის სავალუტო გარიგებების მთლიანი თანხის 50 პროცენტი (8 პროცენტული პუნქტით ნაკლები წინა თვესთან შედარებით) ქვეყანაში მოქმედი 16 ბანკიდან და 4 მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 5 ყველაზე აქტიურ ორგანიზაციაზე მოდის. დადებული გარიგებების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე აქტიურ 5 ორგანიზაციას ბაზრის 49 პროცენტი უჭირავს. ჰერფინდალ–ჰირშმანის ინდექსი 1პპ-ით შემცირდა და 8 პროცენტი შეადგინა, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია და სავალუტო ბაზრის კონკურენტულობაზე მიუთითებს.

 

018 წლის ოქტომბერში რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 1.6 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი წლიურად 6.2 პროცენტით გამყარდა. სავაჭრო პარტნიორთაგან ოქტომბერში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 2.3 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 25.2 პროცენტი, უკრაინაში - 9.5 პროცენტი, რუსეთში - 3.5 პროცენტი, სომხეთში 2.8 პროცენტი და აშშ-ში - 2.5 პროცენტი. საქართველოზე დაბალი ინფლაცია დაფიქსირდა ევროზონაში - 2.2 პროცენტი და აზერბაიჯანში - 0.9 პროცენტი.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.