18:00 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტრამპი კიმ ჩენ ინს აშშ-ში ეპატიჟება
JPMorgan: მომდევნო ფინანსური კრიზისი მსოფლიოში 2020 წელს დაიწყება

სიახლეები

ოქტომბერში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითმა წილმა 24.8 პროცენტი შეადგინა

 

ოქტომბერში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის ბრუნვის ზრდა შეინიშნებოდა, რაც ლარის რესურსის ბრუნვის მატებით იყო განპირობებული.

 

ბაზრის მთლიანმა ბრუნვამ 10.71 მლრდ ლარი შეადგინა, რაც სექტემბრის მაჩვენებელზე 0.47 მლრდ ლარით, ხოლო წინა წლის ოქტომბერთან შედარებით კი 3.83 მლრდ ლარით მეტია.

 

წინა თვესთან შედარებით, ეროვნული ვალუტის რესურსის ბრუნვა 0.55 მლრდ ლარით (25.9 პროცენტი) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტის რესურსის ბრუნვის მოცულობა კი 0.08 მლრდ ლარით (0.9 პროცენტი) შემცირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2018 წლის ოქტომბერში ლარის რესურსის ბრუნვა 0.86 მლრდ ლარით (48.1 პროცენტი), ხოლო უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი 2.96 მლრდ ლარით (58.3 პროცენტი) გაიზარდა.

 

ოქტომბერში ბანკთაშორისი ფულადი ბაზრის მთლიან ბრუნვაში ლარის რესურსის ხვედრითმა წილმა 24.8 პროცენტი შეადგინა, რაც 4.2 პროცენტული პუნქტით მეტია წინა თვის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით და 1.3 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთებს, ლარის რესურსზე საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტული პუნქტით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი 0.11 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 6.98 პროცენტი შეადგინა.

 

უცხოური ვალუტის შემთხვევაში კი განაკვეთი თვის განმავლობაში 0.11 პროცენტული პუნქტით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.34 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 1.33 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში ფულადი ბაზრის რესურსის 54.6 პროცენტი ერთ თვემდე ვადიანობის დეპოზიტებზე, ხოლო 43.7 პროცენტი კი მიმდინარე ანგარიშებზე განთავსებულ რესურსზე მოდიოდა.

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.