17:39 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დედაქალაქის მერმა საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა
ოპეკმა კარტელის სახელმწიფოებს ნავთობის მოპოვების შემცირებისკენ მოუწოდა

სიახლეები

ყატარმა OPEC დატოვა

ყატარმა OPEC დატოვა

3 დეკ 2018ენერგეტიკა

 

ყატარი ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციას (OPEC) 2019 წლის 1 იანვარს დატოვებს, ინფორმაცია ამის შესახებ ყატარის ენერგეტიკის მინისტრმა შედირა ალ-ქააბიმ გაავრცელა. 

 

მისი თქმით, გადაწყვეტილება ტექნიკური ხასიათისაა და OPEC-ის წევრობის შეწყვეტის შემდეგ ქვეყანა ბუნებრივი გაზის მოპოვებაზე ორიენტირდება, - წერს Bloomberg. 

 

"ჩვენ არ გვაქვს დიდი სანავთობო პოტენციალი, ჩვენ ამას რეალისტურად ვუდგებით. ჩვენი პოტენციალი - ეს გაზია", - თქვა საად შარიდმა ამ გადაწყვეტილებაზე საუბრისას. 

 

მისი აზრით, ყატარის გადაწყვეტილება OPEC-ზე ვერ იმოქმედებს და ნავთობის ფასის დიაპაზონი 70-80 აშშ დოლარის ფარგლებში დარჩება. 

 

ყატარი ორგანიზაციას 1961 წელს შეუერთდა, მისი შექმნიდან 1 წლის შემდეგ. ქვეყანა თხევადი ბუნებრივი გაზის მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია, თუმცა ნავთობის ექსპორტით მხოლოდ მე-11 ადგილს იკავებს. 

 

OPEC-ის ნოემბრის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ოქტომბერში ყატარი დღე-ღამეში 609  ათას ბარელ ნავთობს მოიპოვებდა, რაც OPEC-ის ქვეყნების საერთო მოპოვების 1,85%-ს შეადგენს. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.