17:12 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პოროშენკო: პუტინი არ მელაპარაკება
სავაჭრო ომის დასრულების პერსპექტივამ დოლარის გაუფასურება გამოიწვია

სიახლეები

საგზაო პროექტები მოკლედ - რა შეიცვალა და შეიცვლება თბილისში?


დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საზოგადოებას საქმიანობის ერთი წლის ანგარიში წარუდგინა. საქმიანობის ანგარიში შვიდ ძირითად მიმართულებას - ურბანული განვითარების, სატრანსპორტო, სოციალური, ეკონომიკური, გარემოს დაცვის, განათლების, კულტურის, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ახალგაზრდობის, ასევე, მართვის პოლიტიკას მოიცავს.

 

 

კახა კალაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას, დედაქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან ცვლილებებზე ისაუბრა და ცენტრალურ ხელისუფლებას მერიის მიერ დაგეგმილი პროექტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

გთავაზობთ იმ საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალს, რომელიც, კახა კალაძის თქმით, უკვე განხორციელდა ან ამოქმედების პროცესშია:

 

ეწყობა ქვეითთათვის განკუთვნილი საგზაო ინფრასტრუქტურა, ახალი გაჩერებები, გადასასვლელები და ტროტუარები


მიმდინარეობს ქუჩების ადაპტირება შშმ პირებისთვის


97 000 კვ.მ. ფართობზე განთავსებულ გზაგამყოფ კუნძულებზე ბეტონი შეიცვალა მწვანე საფარით: მოეწყო სარწყავი სისტემა, დაიგო ბალახი და დაირგო სხვადასხვა სახეობის 7000-მდე ბუჩქი


მიმდინარეობს მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და გარე განათების საკაბელო საჰაერო ქსელის მიწისქვეშ განთავსება


მონტაჟდება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი 700 ერთეული LED სანათი


ეკოგანათება 60-70 % დაზოგავს ელექტროენერგიის მოხმარებას


მეტეხის კლდე და აზეულას, იგივე ქოროღლის ციხე ეკონომიური LED სანათებით


განათდა თბილისის 10 რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა 169 მისამართზე და დაიხარჯა 3 401 571 ლარი


თბილისის 10 რაიონში კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაოებისა და გრუნტის დამჭერი კედლების რეაბილიტაცია-მოწყობისთვის 1 173 მისამართზე დაიხარჯა 9 140 179 ლარი

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.