20:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
​გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღო

სიახლეები

ეგვიპტელ მსახიობს "მოშიშვლებული კაბით" გამოჩენის გამო 5 წლიანი პატირობა ემუქრება

 

ეგვიპტელი მსახიობი რანია იუსეფი კაიროს საერთაშორისო კინოფესტივალზე (CIFF) "მოშიშვლებული კაბით" გამოჩენის გამო, კაიროს სასამართლოს წინაშე წარსდგება. 

 

სასამართლოში მას ადვოკატთა ჯგუფმა უჩივლა, "ამორალურობისა და გარყვნილების გავრცელების გამო". მათ მიაჩნიათ, რომ იუსეფის ჩაცმულობა შეურაცხყოფას აყენებს საზოგადოებრივ ფასეულობებსა და ტრადიციებს. 

 

44 წლის მსახიობი კინოფესტივალზე შავ კაბაში გამოწყობილი მივიდა, რომლის ქვედა ნაწილიც გამჭვირვალე იყო და ფეხებს არ ფარავდა. სარჩელის ავტორი 3 იურისტი სასჯელის სახით 5 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. 

 

სოციალურ ქსელებში ამ შემთხვევას არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა - ეგვიპტელთა ერთი ნაწილი სარჩელს ეთანხმება, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ეს სასამართლო ადამიანის უფლების დარღვევაა. სასამართლო მოსმენა 12 იანვარს გაიმართება. თავად მსახიობმა ბოდიში უკვე მოიხადა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტე ნაწილობრივ სეკულარული სახელმწიფოა, ქვეყანაში ძალიან ძლიერია კონსერვატორული რელიგიური განწყობები და ხშირია შემთხვევები, როცა სასამართლო მსგავს სარჩელებს აკმაყოფლებს. 

 

გასულ წელს, 25 წლის შაიმა ახმედს (ცნობილი როგორც „შიმა")  ეგვიპტელმა მოსამართლემ 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა იმის გამო, რომ მან ეროტიკული შინაარსის მქონე ვიდეო-კლიპში მიიღო მონაწილეობა. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...