21:05 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდება
ფედერიკა მოგერინი: ევროპამ და აშშ-მ რუსეთს ერთობლივი პასუხი უნდა გასცენ

სიახლეები

მარიამ ჯაში: „ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილად ვაქციოთ“

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ექსპერტთა ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

 

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის თბილისში ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ბოლონიის იმპლემენტაციის საკოორდინაციო ჯგუფმა (BICG) მიიღო. აღსანიშნავია, რომ საქართველო ბელგიასა და კვიპროსთან ერთად აღნიშნული ჯგუფის თანათავმჯდომარეა. ამ ჯგუფში ევროპის 45 ქვეყანასთან ერთად, გაერთიანებული არიან ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფაში დაინტერესებული ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა: ევროკომისია, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (UNESCO), ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის ასოციაცია (ENQA), ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრი (EQAR), ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია (EUA), ევროპის უმაღლესი განათლების ინსტიტუციების ასოციაცია (EURASHE), ევროპის სტუდენტთა გაერთიანება (ESU) და სხვა.

 

ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: ბოლონიის პროცესის ძირითადი ვალდებულებები და ექსპერტთა ჯგუფების სტრუქტურის შექმნა, ბოლონიის იმპლემენტაციის 2018 წლის ანგარიშის და ხარისხის უზრუნველყოფის ინდიკატორების მიმოხილვა, სამოქმედო გეგმების შედგენა წევრი ქვეყნებისათვის, ექსპერტთა ჯგუფის სამუშაო გეგმის შედგენა და სხვ. შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) სამდივნოს, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) წევრი ქვეყნების და დაინტერესებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის მიზანია ბოლონიის პროცესის დანერგვასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნებისათვის საექსპერტო დახმარების გაწევა. ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც ბოლონიის პროცესის, ასევე ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება. ამ მიმართულებით, 2015 წლის ევროპული საგანმანათლებლო სტანდარტები, ე.წ. ESG-ის სტანდარტები, უკვე ინერგება საქართველოში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

 

მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო აირჩიეს ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის მასპინძელ ქვეყანად. როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, როგორც ევროპის რეგიონის, ასევე კონკრეტული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების კუთხით, თუ რა ეტაპზეა ბოლონიის პროცესის და ESG-ის სტანდარტების იმპლემენტაცია და რა დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება კონკრეტულ ქვეყნებს ტექნიკური ექსპერტიზის თვალსაზრისით.

 

„პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სახელით, აღვუთქვი მხარდაჭერა, რომ კონკრეტული რეკომენდაციების დასანერგად ვიმუშავებთ ხელშემწყობი საკანონმდებლო გარემოს შექმნაზე. ჩვენ ასევე, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის იმ პროცესში, რომელმაც საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ნაწილად უნდა აქციოს“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...