18:22 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დღეის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტმა 8,595 ტონა შეადგინა
დონალდ ტრამპი: სი ძინპინთან შესანიშნავი შეხვედრა მქონდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

4 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი აცხადებს, რომ „უკრაინის საკითხთან“ მიმართებაში ევროკავშირისა და აშშ-ის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა. „ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან დაკავშირებით ერთსა და იმავე პოზიციას ვიზიარებთ. მხოლოდ ევროპისა და ამერიკის ერთობლივი წინააღმდეგობით შეიძლება იმ გამოწვევებისთვის პასუხის გაცემა, რასაც ევროპის ტერიტორიაზე რუსეთის მოქმედება იწვევს“, - თქვა მოგერინიმ, ჰარვარდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დიდი ოცეულის სამიტიდან აშშ-ში დაბრუნების შემდეგ ჩინეთის ლიდერთან სი ძინპინთან შეხვედრა შეაფასა: „ჩემი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დიდერის შეხვედრა არაჩვეულებრივი იყო. ჩინეთთან ურთიერთობაში წინ დიდი ნაბიჯი გადაიდგა“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. „ძალიან კარგი რაღაცები ხდება. გარიგების (იგულისხმება სავაჭრო გარიგება) შემთხვევაში, ჩინეთს მნიშვნელოვანი მოგების მიღება შეუძლია“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა. „მე და სი ძინპინს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენ ვართ ერთადერთი, ვისაც ორი ქვყენის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებების შეტანა შეუძლია, ვაჭრობასა და სხვა საკითხებში“, - ამბობს ტრამპი.

თავად ის ფაქტი, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრა საქართველოსთან და უკრაინასთან, ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საქართველოს ნატოს პოლიტიკურ დღის წესრიგში"- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ბრიუსელში, ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით შეხვედრაზე ნატოელი პარტნიორების ყურადღება მიპყრობილი იქნება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის (QA) ექსპერტთა ჯგუფის პირველ შეხვედრას დაესწრო და მის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ საქართველო აირჩიეს ექსპერტთა ჯგუფის პირველი შეხვედრის მასპინძელ ქვეყანად. როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე გაიმართა დისკუსია, როგორც ევროპის რეგიონის, ასევე კონკრეტული ქვეყნების გამოცდილების გაზიარების კუთხით, თუ რა ეტაპზეა ბოლონიის პროცესის და ESG-ის სტანდარტების იმპლემენტაცია და რა დამატებითი მხარდაჭერა სჭირდება კონკრეტულ ქვეყნებს ტექნიკური ექსპერტიზის თვალსაზრისით.

ბითკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების კურსი დაეცა მას შემდეგ, რაც დიდი ოცეულის სამიტზე მსოფლიოს ლიდერებმა ელექტრონული მომსახურებების დაბეგვრის და ციფრულ ვალუტებზე კონტროილს გაზრდის გადაწყვეტილება მიიღეს. 1 ბითკოინი ამჟამად 3,776 აშშ დოლარი ღირს და სწრაფი ტემპით უახლოვდება გასული კვირის მინიმალურ(3688) ნიშნულს. G20-ის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ კრიპტოვალუტების ბაზარი მნიშვნელოვან რეგულაციებს საჭიროებს და ამ საკითხზე ისინი ერთობლივად იმუშავებენ. ლიდერთა აზრით, დაურიგულირებელი ციფრული ვაულტების სამყარო შეიძლება დამნაშვეების თავშესაფარი აღმოჩნდეს.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

11 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

10 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.