18:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი გახარია: „მართლწესრიგის ოფიცრის პირველი ნაბიჯი იქნება იმ ხიდის აღდგენა და გამყარება, რომელსაც ჰქვია ნდობა პოლიციასა და მოქალაქეებს შორის“
ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 132 %-ით გაიზარდა

სიახლეები

საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, საწვავის ფასის შემცირება გაგრძელდება.

 

“ბოლო პერიოდის განმავლობაში შემცირებულია გლობალურ ბაზრებზე როგორც ნავთობის ფასი, ასევე ნავთობპროდუქტების ფასი „S&P Global Platts“- ის მიხედვით.
 
შესაბამისად, რათქმა უნდა, ამ ტენდენციების ასახვა დროის გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მოხდება საქართველოს საცალო ქსელზეც. ეს დამოკიდებულია იმ პროცესთან, რომელიც უკავშირდება საქართველოში დაბალფასიანი პროდუქციის იმპორტსა და ადრე შედარებით მაღალ ფასად შეძენილი პროდუქციის მისით ჩანაცვლებას.
 
ჩანაცვლების პროცესი მიმდინარე პერიოდში შეიძლება დროში გაიწელოს საწვავის მოხმარების შემცირებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია სეზონურობასთან (წლის ამ პერიოდში საწვავის მოხმარება შედარებით მცირდება ზაფხულის პერიოდთან შედარებით).
 
ამ პროცესის ასახვა ჩვენს საცალო ქსელში არსებულ საწვავის ფასებზე უკვე მოხდა. კერძოდ, საწვავის ფასი მიმდინარე ეტაპზე შემცირდა საშუალოდ 5-7 თეთრით ლიტრაზე,ფასის შემცირება მომავალშიც გაგრძელდება", - აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.