18:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 45,4 პროცენტი ვაჭრობის დარგზე მოდის
პოლიტიკოსი ნიკა რურუა გარდაიცვალა

სიახლეები

კაცობრიობის დაღუპვის 4 შესაძლო სცენარი

 

კლიმატის ცვლილება

 

იმისთვის, რომ სამყაროსთვის დამღუპველი მოვლენები ვიწინასწარმეტყველოთ, არ არის აუცილებელი ფანტასტიკური თეორიების მოხმობა - საკმარისია, რომ გარშემო მიმოიხედოთ. კლიმატის ცვლილების დინამიკა იმედისმომცემი ნამდვილად არ არის. 1990 წლიდან 2010 წლამდე ტაიფუნების, ცუნამებისა და წყალდიდობების რაოდენობა 4-ჯერ გაიზარდა. ჩრდილოეთ ამერიკის შემზარავი ხანძრები, ანომალიური სიცხე და სიცივე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში - ეს მოვლენები სულ უფრო სახიფათო ხდება. სხვადასხვა პროგნოზით, არსებობს შანსი, რომ დედამიწის ჩრდილოეთ პოლუსზე ყინულების დნობა მსოფლიო ოკეანის დონეს 11-დან 70 მეტრამდე აწევს. ადამიანებს შეუძლიათ ამას შეეგუონ, რამდენადაც ოკეანის დონის ცვლილება ეტაპობრივია, თუმცა ამაზე სახიფათოა ოკეანის სხვა პრობლემები: ინდუსტრიული რევოლუციის შემდეგ მოფლიო ოკეანემ დაახლოებით 525 მილიარდი ტონა CO2 აითვისა. თუ დედამიწაზე ნახშირორჟანგის გამოტყორცნა ამავე ტემპით გაგრძელდება, 2100 წლისთვის ოკეანის მჟავიანობა  სარეკორდო ნიშნულს მიაღწევს და pH მაჩვენებელი 7,8-ს გაუტოლდება.  

 

ასტეროიდის ჩამოვარდნა

 

ჰოლივუდური ფილმების საყვარელი თემა - დედამიწისა და სხვა ციური სხეულის შეჯახება, რომელიც არც ისეთი არარეალურია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. 2013 წელს, როცა დედამიწას 20 მეტრის სიგრძის ასტეროიდი დაეჯახა, იმაზე 30-ჯერ მეტი აფეთქების ენერგია გამოიყო, ვიდრე ატომური ბომბის აფეთქებისას ჰიროსიმაში. დაშავდა 1500 ადამიანი. არსებობს შანსი, რომ 2135 წლის 22 სეექტემბერს დედამიწას ასტეროიდი Bennu დაეჯახება. ხოლო ამ შეჯახების შედეგები შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს მთელი ცივილიზაციისთვის. ასტეროიდის ზომა ნახევარ კილომეტრს აღემატება. თუ ეს მართლა მოხდა, შეჯახების ძალა აშშ-ის ბირვული ბალისტიკური რაკეტების მთლიანი არსენალის აფეთქების ძალის ექვივალენტური იქნება.

 

პანდემია

 

უკანასკნელ 540 მილიონ წელიწადში ჩვენს პლანეტაზე მინიმუმ 5 მასობრივი პანდემია გავრცელდა, რამაც მოსახლეობის დიდი ნაწილის გარდაცვალება გამოიწვია. ერთი მხრივ, ახლა სამყარო კარანტინისთვის მზად არის და უკეთესი ტექნიკური და სამედიცინო ბაზით აღჭურვილი შეხვდება ნებისმიერ ახალ ინფექციას, თუმცა, მეორე მხრივ, ახლა დაავადების გავრცელება ბევრად სწრაფად მოხდება, ვიდრე ეს სხვა ეპოქაში ხდებოდა, გააქტიურებული მიმოსვლისა და მჭიდრო კონტაქტების გამო. ორი წლის წინ დასავლეთ აფრიკაში მომხდარმა ებოლას ეპიდემიის აფეთქებამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და რეგიონი 3-4 მილიარდი აშშ დოლარით აზარალა. ამჟამად ეპიდემია იემენში მძვინვარებს.

 

კოსმოსური გამოსხივება

 

გამა გამოსხივება, რომელიც დიდი ვარკსვლავების დაღუპვისას წარმოიქმნება,  შეიძლება დედამიწისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. ასტრონომების პროგნოზით, 600 მილიონი წლის შემდეგ მზე დედამიწის გამა სხივებით განათებას დაიწყებს, რასაც ოზონის შრე ვერ გაუძლებს. ამის შემდეგ დედამიწა ნელნელა გადაიქცევა უდაბნოდ და დაკარგავს ატმოსფეროს, რაც მას მეზობელ პლანეტებს დაამსგავსებს. თავად მზეს სიცოცხლის აღსასრული დაახლოებით 10 მილიარდ წელიწადში დაუდგება, თუმცა მეცნიერთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ ჩვენი პლანეტა, ამ სახით, "მზის დაღუპვამდე" ვერ მიაღწევს. ყოველ ერთ მილიარდ წელიწადში მზის სიკაშკაშე 10%-ით იმატებს. 

 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.