05:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბიზნესომბუდსმენი პარლამენტს თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისთვის სანქციების შემსუბუქების თხოვნით მიმართავს
დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნეს სექტორში ვაჭრობის დარგი ლიდერობს

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

5 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

2018 წლის III კვარტალში ბიზნეს სექტორის ბრუნვის სტრუქტურაში ყველაზე მაღალი წილი - 45,4 პროცენტი მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილზეა დამამუშავებელი მრეწველობა 12,0 პროცენტიანი წილით, შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება - 10,0 პროცენტიანი წილით, მშენებლობა - 9,0 პროცენტიანი წილით, ტრანსპორტი და დასაწყობება 6,9 პროცენტიანი წილით, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება 3,6 პროცენტიანი წილით, ხოლო დარჩენილი 13,1 პროცენტი კი სხვა დარგებზე ნაწილდება.

400-ზე მეტმა არალეგალმა მიგრანტმა გუშინ მექსიკა-ამერიკის საზღვარი გადალახა და აშშ-ში თავშესაფარი მოითხოვა, - ინფორმაციას ამის შესახებ მექსიკური სააგენტო Televisa ავრცელებს. მიგრანტები ნებაყოფილობით ჩაბარდნენ ამერიკელ ძალოვანებს ქალაქ ელ-პასოში, რომელიც მექსიკურ ქალაქ სიუდად-ხუარესს ესაზღვრება. უცნობია, იყო თუ არა არალეგალთა ეს ნაკადი იმ ე.წ "მიგრანტთა ქარავანის" ნაწილი, რომელიც ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან დაიძრა და აშშ-ის საზღვრებს რამდენიმე დღის წინ მიადგა. ისინი ამჟამად ქალაქ ტიხუანაში არიან დაბინავებული, სადაც ადგილობრივმა მთავრობამ მათ დროებითი ბანაკი აუშენა, აშშ-ის საზღვრიდან 25 კილომეტრის დაშორებით.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარეს, დევი ხეჩინაშვილსა და გამგეობის წევრს, იოსებ გოგოლაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ასოციაციის წევრების ინიციატივით შედგა, საქართველოს სადაზღვევო ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის განვითარების ტენდენციები და გამოწვევები განიხილეს. მისი თქმით, ასოციაციის ხელმძღვანელთან შეთანხმდა, რომ შეხვედრები სისტემატურ სახეს მიიღებს და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აქტიურად ჩაერთვება სადაზღვევო სექტორის ხედვების საკანონმდებლო ინიციატივებად გარდაქმნის პროცესში. „ეს ხელს შეუწყობს ქართული სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებასა და წინსვლას“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ.

ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთში საკვები პროდუქტები შეიძლება 10%-ით გაძვირდეს, წერს ბრიტანული გამოცემა BBC, ინგლისის ბანკის ხელმძღვანელის მარკ კარნის განცხადებაზე დაყრდნობით. "შედარებით ექსტრემალური სცენარით მომხდარი ბრექსიტის შემთხვევაში მაღაზიის ქვითარი ბრიტანელებისთვის საშუალოდ 10%-ით გაიზრდება", - თქვა კარნიმ. ეკონომისტის აზრით, სამომხმარებლო პროდუქტის გაძვირება შესამჩნევი იქნება მაშინაც კი, თუ ბრექსიტი კარგი გარიგებით დასრულდება და მას "ზომიერი ცვლილებები" მოჰყვება. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში ფასები 6%-ით გაიზრდება. კარნი ამ მაჩვენებელში ითვალისწინებს ფუნტის დასუსტების ეფექტსა და იმპორტის საგადასახადო ტვირთის გაზრდას.

ჩინეთის მთავრობა დარწმუნებულია, რომ აშშ-სთან უკვე მიღწეული სავაჭრო შეთანხმებები შესრულდება, ხოლო მოლაპარაკების 90 დღიანი პროცესი კიდევ უფრო პოზიტიური შეთანხმებით დასრულდება, განცხადება ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრომ გაავრცელა. "პრეზიდენტების შეხვედრა ძალიან წარმატებული გამოდგა და ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მოლაპარაკების პირობები შესრულდება. სამუშაო ჯგუფები 90 დღის განმავლობაში შეეცდებიან სავაჭრო ურთიერთობის ახალი საგზაო რუკა შექმნან", - ნათქვამია განცხადებაში. სამინისტროში აღნიშნეს, რომ ჩინეთი თავის პირობას (ავტომობილებზე იმპორტის გადასახადის შემცირება) "უახლოეს მომავალში" შეასრულებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...