სიახლეები
ტრამპი: თუ გსურთ ამერიკის ეკონომიკურ სივრცეს დაუკავშირდეთ, ამ პრივილეგიისთვის ფული უნდა გადაიხადოთ
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო საკითხებზე მოლაპარაკების პროცესი დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ამით ამერიკის ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება.
"ჩინეთთან მოლაპარკებები დაწყებულია და თუ არ გაიწელა, ის ჩემი და სი ძინპინის (ჩინეთის პრეზიდენტი) შეხვედრიდან 90 დღეში დასრულდება", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე.
სავაჭრო მოლაპარაკებაში ამერიკის ინტერესებს სავაჭრო წარმომადგენელი რობერტ ლაიტჰაიზერი, ფინანსთა მინისტრი სტივ მნუჩინი, ვაჭრობის მინისტრი უილბურ როსი, ეროვნული ეკონომიკური საბჭოს დირექტორი ლარი კადლოუ და ეროვნული სავაჭრო საბჭოს ხელმძღვანელი პიტერ ნავარო დაიცავენ.
ისინი იმუშავებენ ერთობლივად, რათა აშშ-მ ჩინეთთან რაც შეიძლება მომგებიან გარიგებას მიაღწიოს. მოლაპარაკებაში ჩინეთის მხრიდანაც უმაღლესი თანამდებობის პირები იქნებიან ჩართული.
დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია. მისი ინფორმაციით, მოლაპარაკების შემდეგ ჩინეთი დიდი რაოდენობით ამერიკულ პროდუქციას შეიძენს.
"მე გადასახადების კაცი ვარ. როცა ადამიანებს ან ქვეყნებს სურთ გახდნენ დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის სიმდიდრესთან და ეკონომიკასთან, მე მინდა, რომ მათ ამ პრივილეგიისთვის გადაიხადონ. ეს საუკეთესო საშუალებაა ჩვენი ეკონომიკური გავლენის გასამყარებლად. ახლა იმპორტის გადასახადებით ჩვენ მილიარდობით დოლარს ვიღებთ", - დაწერა ტრამპმა.
მსგავსი სიახლეები

16 თებ 2019ეკონომიკა
ამერიკამ და ჩინეთმა სავაჭრო მოლაპარაკებაში პროგრესს მიაღწიეს

15 თებ 2019ეკონომიკა
გიორგი ქობულია: ქვეყანაში არ არის საკმარისი კვალიფიციური მუშახელი

15 თებ 2019ეკონომიკა
ქუთაისის ტექსტილის საწარმო წლიურად 6 000 000 ლარის ტანსაცმელს აწარმოებს
თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა
- 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
- ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
- მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან
კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018
• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...
სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )
კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.