17:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტი: 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმი
პუტინი: პოროშენკოს წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა არ მსურს

სიახლეები

Volkswagen 2026 წელს შიდა წვის ძრავების უკანასკნელ სერიას გამოუშვებს

 

კომპანია Volkswagen, რომელიც დიზელის ძრავების მიერ ჰაერში გამოყოფილ მავნე შენაერთებთან დაკავშირებით მონაცემების გაყალბების გამო უდიდეს სკანდალში გაეხვა, შიდა წვის ძრავებზე უარს ამბობს და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ელექტრომობილების წარმოებაზე გადადის. 

 

როგორც ვოლფსბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე კომპანიის დირექტორმა Volkswagen-ის განვითრების საკითხში მაიკლ იოსტმა განაცხადა, კომპანია ახალი თაობის შიდა წვის ძრავებს 2026 წელს გამოუშვბს. 

 

ეს ძრავები იქნება ბენზინისა და დიზელის ძრავების უკანასკნელი სერია Volkswagen-ის ისტორიაში. ამის შემდეგ კი კომპანია მხოლოდ ელექტრომობილების წარმოებაზე გადავა და მათი ავტომობილები გარემოს აღარ დააბინძურებს. 

 

ტოპ-მენეჯერმა დააზუსტა, რომ შემდეგი თაობის შიდა წვის ძრავები შედარებით ნელა განვითარებადი ბაზრებისთვის იქნება განკუთვნილი, სადაც ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ნელა ვითარდება. ელექტრომობილებით სრული ჩანაცვლებისთვის კი, მისი აზრით, ბაზარს კიდევ 30 წელი დასჭირდება. 

 

ამჟამად კომპანია ელექტრომობილებისთვის მოდულური პლატფორმა MEB-ის ((Modular Electrification Toolkit) შემუშავების პროცესშია, რომელსაც Volkswagen-ის, Audi-ს, Seat-ისა და Skoda-ს წარმოების ელექტრომობილებში გამოიყენებს. MEB ტექნოლოგიით დამზადებული პირველი ავტომობილი Volkswagen ID ბაზარზე 2020 წელს გამოვა. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.