სიახლეები
ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა (American Film Institute, AFI) 2018 წლის 10 საუკეტესო ფილმის სია გამოაქვეყნა.
სიაში მოხვდა ბრედლი კუპერის მუსიკალური დრამა "ვარსკვლავი დაიბადა" (A Star is Born), რაიან კუგლერის "შავი პანტერა" (Black Panther) და ჯონ კრასინსკის საშინელებათა ფილმი "წყნარი ადგილი" (A Quiet Place).
ათეულში მოხვდა ბო ბერნემის "მერვე კლასი" (Eighth Grade, 2018), რეჟისორ რობ მარშალის ზღაპრული ჟანრის ფილმი "მერი პოპინსი ბრუნდება" (Mary Poppins Returns, 2018), ისტორიული ფილმები - "შავი კუკლუქსკლანელი" (BlacKkKlansman, 2018), რომელიც სლაიკ ლიმ გადაიღო და "ბილ-სტრიტის საუბარი, რომ შეეძლოს" (If Beale Street Could Talk, 2018), ბარი ჯენკინსის ფილმი.
სიაშია იორგოს ლანთიმოსის "ფავორიტი" (The Favourite, 2018) და პოლ შრედერის "მღვდლის დღიური" (First Reformed, 2017). გარდა ამისა, საპატიო სიაში აღმოჩნდა პიტერ ფარელის "მწვანე წიგნი" (Green book, 2018), რომელიც სექტემბერში ტორონტოს 43-ე კინოფესტივალის გან-პრის მფლობელი გახდა.
ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტი დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა. ის 1967 წელს შეიქმნა, ამერიკის კინემატოგრაფიული მემკვიდრეობის შენახვის მიზნით. AFI მუშაობს ძველი ჩანაწერების მოპოვებასა და აღდგენაზე, ატარებს საგანმანათლებლო ლექციებსა და სიმპოზიუმებს და აქვს საკუთარი კინოფესტივალი.
მსგავსი სიახლეები

13 თებ 2019შემეცნებითი
ბრიტანეთში კიბოს მკურნალობის რევოლუციური მეთოდი შექმნეს - სიმსივნეებთან ბრძოლის ეფექტურობა იზრდება

12 თებ 2019შემეცნებითი
როგორი იყო თქვენი საყვარელი მოწყობილობების პირველი ვერსიები (ფოტოები)

12 თებ 2019შემეცნებითი
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ 100 წელიწადში დედამიწიდან მწერები საერთოდ გაქრებიან
თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა
- 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
- ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
- მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან
კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018
• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...
სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )
კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.