17:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
აშშ-ში "მიგრანტთა ქარავანის" კიდევ ერთმა ნაწილმა შეაღწია
საღამოს საკითხავი

სიახლეები

გიორგი კაკაურიძე: „ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და დავხვეწეთ საბიუჯეტო კოდექსში შესაბამისი მუხლები"

 

 
 

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

 

მისი განმარტებით, თანმდევი კანონპროექტები დაკავშირებული იყო სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებასთან.

 

„ჩვენ გავითვალისწინეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციები და დავხვეწეთ საბიუჯეტო კოდექსში შესაბამისი მუხლები. ასევე, ფისკალური წესების ნაწილში „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ კანონში უფრო ნათლად ჩამოვაყალიბეთ თუ რა იგულისხმებოდა აღნიშნული ფისკალური წესების ფარგლებში“, - განმარტა გიორგი კაკაურიძემ.

 

საკითხის მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

 

კომიტეტის სხდომაზე ასევე, მხარი დაუჭირეს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ტყის ფონდის მართვის შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტებს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.