18:31 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბოლტონი: ჩრდილოეთ კორეა დენუკლეარიზაციის პირობას არ ასრულებს, საჭიროა ლიდერთა კიდევ ერთი სამიტი
ბათუმმა ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი ოფიციალურად მოიპოვა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

6 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდიერი კიმ ჩენ ინი თავის თავზე სინგაპურის სამიტის დროს აღებულ პასუხისმგებლობას არ ასრულებს და დროა, ახალი სამიტი დაიგეგმოს. ინფორმაცია ამის შესახებ ვაშნგტონში მოწყობილ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა ისაუბრა. მისი აზრით, იმ შემთხვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა პირობას ბოლომდე შეასრულებს, დონალდ ტრამპმს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია ეკუთვნის. "მათ პირობა ჯერ არ შეუსრულებიათ. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კიდევ ერთი სამიტი პროდუქტიული იქნება.", - თქვა ბოლტონმა.

aმიგრანტთა ორი ჯგუფი, რომლებიც ცენტრალური ამერიკიდან წამოსული ე.წ. "მიგრანტთა ქარავანის" წევრები იყვნენ, აშშ-ში, არიზონას შტატში დააკავეს, სადაც ისინი მექსიკის ტერიტორიიდან მოხვდნენ, გაურკვეველი მარშრუტით. ინფორმაციას ამის შესახებ CNS News ავრცელებს, ამერიკის სასაზღვრო დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით. საუბარია გვატემალასა და ჰონდურასის 124 მოქალაქეზე, რომელთა ასაკიც 4 თვიდან 53 წლამდე ვარირებს. ცნობილია, რომ მათგან 7 მამაკაცი წარსულში უკვე იმყოფებოდა აშშ-ში არალეგალურად და ისინი სამშობლოში დაადეპორტეს.

2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ფარგლებში მხარდაჭერილია 69 მეწარმე სუბიექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა შეადგენს 189.9 მლნ ლარს, ხოლო აღნიშნული 69 სასტუმრო შექმნის 2 000-ზე მეტ დამატებით ოთახს და 1 900-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს. ზემოთხსენებული სასტუმროები აშენებდება: ბორჯომში, ბაკურიანში, გუდაურში, ფოთში, ურეკში, ნიკორწმინდაში, ყაზბეგში, საგარეჯოში, გონიოში, შეკვეთილში, თელავში, წყალტუბოში, ქუთაისში, ზუგდიდში, მესტიაში, გურჯაანსა და გორში.

აზოვის ზღვაში უკრაინული პორტების - ბერდიანსკისა და მარიუპოლის - დატვირთვა ორჯერ შემცირდა მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო გემებმა უკრაინულ ხომალდებს ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინელი სამხედროები ტყვედ აიყვანეს. პორტების ადმინისტრაციები იძულებული არიან, გადავიდნენ 4 დღიან სამუშაო კვირაზე და შეამცირონ თანამშრომელთა რაოდენობა, - დაწერა Facebook-ის საკუთარ გვერდზე უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმერ ომელიანმა. "როგორც მოველოდით, რუსეთი ხელოვნურად ზღუდავს წვდომას უკრაინულ პორტებზე, რის გამოც, ორი უკრაინული პორტის დატვირთვა ორჯერ შემცირდა", - დაწერა მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მეორე მოსმენით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. საკითხის მუხლობრივი განხილვისას შენიშვნები არ გამოთქმულა. კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები

დილა მშვიდობის

11 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

10 დეკ 2018ექსკლუზივი

დილა მშვიდობის

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.