17:32 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Qualcomm-ის მწარე პასუხი Apple-ს: 2019 წლიდან ყველა Android ფლაგმანი 5G მოწყობილობა იქნება
დილა მშვიდობის

სიახლეები

ბოლტონი: ჩრდილოეთ კორეა დენუკლეარიზაციის პირობას არ ასრულებს, საჭიროა ლიდერთა კიდევ ერთი სამიტი

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდიერი კიმ ჩენ ინი თავის თავზე სინგაპურის სამიტის დროს აღებულ პასუხისმგებლობას არ ასრულებს და დროა, ახალი სამიტი დაიგეგმოს. 

 

ინფორმაცია ამის შესახებ ვაშინგტონში მოწყობილ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა ისაუბრა. 

 

მისი აზრით, იმ შემთვევაში, თუ ჩრდილოეთ კორეა პირობას ბოლომდე შეასრულებს, დონალდ ტრამპმს მშვიდობის დარგში  ნობელის პრემია ეკუთვნის. "მათ პირობა ჯერ არ შეუსრულებიათ. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ კიდევ ერთი სამიტი პროდუქტიული იქნება.", - თქვა ბოლტონმა. 

 

მისი პრესკონფერენციის ჩანაწერი ტელეარხმა  C-Span-მა გამოაქვეყნა. ტრამპის მრჩეველის თქმით, ეკონომიკური სანქციები არ მოიხსნება იქამდე, სანამ კორეის ნახევარკუნძულის სრული დენუკლეარიზაცია არ მოხდება.  

 

ბოლტონს დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის კარგი პირადი ურთიერთობის იმედი აქვს. მისი აზრით, მომდევნო სამიტზე ლიდერები დენუკლეარიზაციის პრობლემებს განიხილავენ და მათ გადაჭრას შეძლებენ. 

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.