17:08 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა
ბოლტონი: ჩრდილოეთ კორეა დენუკლეარიზაციის პირობას არ ასრულებს, საჭიროა ლიდერთა კიდევ ერთი სამიტი

სიახლეები

 Qualcomm-ის მწარე პასუხი Apple-ს: 2019 წლიდან ყველა Android ფლაგმანი 5G მოწყობილობა იქნება

 

სანამ Apple და Qualcomm პატენტებთან დაკავშირებით "ომობენ", მობილური პროცესორების ამერიკულმა მწარმოებელმა დააანონსა, რომ 2019 წლიდან Android პლატფორმაზე მომუშავე ნებისმიერ ბრენდს ექნება საშუალება 5G სმარტფონი გამოუშვას.  

 

2019 წელს ყველა კომპანიას, რომელიც ფლაგმანურ სმარტფონს Qualcomm Snapdragon პროცესორის ბაზაზე გამოუშვებს, ამ სმარტფონებში 5G მხარდაჭერა ექნება გარანტირებული. 

 

ამ საკითხზე Qualcomm-ის პრეზიდენტმა კრიშტიანო ამონმა ისაუბრა, მის სიტყვებს სააგენტო CNet ავრცელებს. "1 წლის შემდეგ ამ დღეს ჩვენ ვნახავთ, რომ  Android ეკოსისტემაზე მომუშავე ნებისმიერი ფლაგმანი 5G მოწყობილობა იქნება", - თქვა ამონმა კონფერენციაზე Qualcomm's Snapdragon Technology Summit. 

 

მისი განცხადება მოჰყვა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ Apple 5G სმარტფონებს მხოლოდ 2020 წლიდან გამოუშვებს.  ოფიციალური ვერსიით, Apple-ის გადაწყვეტილება დაკავშირებულია  იმასთან, რომ ამ დრომდე 5G ერთიანი სტანდარტი არ იქნება შემუშავებული, თუმცა, უდიდესი ალბათობით, კომპანიის ეს ნაბიჯი იმით არის გამოწვეული, რომ Intel-ს, Apple-ის ძირითად პარტნიორს, პროცესორებში ამგვარი სტანდარტის დანერგვისთვის მეტი დრო სჭირდება.  

 

მომდევნო წლიდან 5G ფლაგმანების წარმოებას დაიწყებენ: Samsung, OnePlus, Mi, ZTE, Oppo, HTC, Google, LG, Motorola და ა.შ. ექსპერტების შეფასებით, Qualcomm თავის ფლაგმანურ ტექნოლოგიას ყველა Android  მწარმოებლისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომს სწორედ Apple-ის "ჯიბრზე" ხდის. ეს ნაბიჯი მომდევნო წლების განმავლობაში Android სმარტფონებს iPhone-ებთან შედარებით მნიშვნელოვან უპირატესობას მიანიჭებს. 

 

Qualcomm-ში ირწმუნებიან, რომ Apple, რომელიც მათთან რამდენიმე წლის განმავლობაში თანამშრომლობდა, სისტემატურად ჰპარავდა Qualcomm-ს კომერციულ საიდუმლოებს და მათ კომპანია Intel-ს აწვდიდა, რათა მათ კონკურენტ კომპანიაზე უკეთესი პროცესორები დაემზადებინათ.  ამ საკითხზე სასამართლო დავა მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.