20:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
CNN: აზოვის ზღვაში კონფლიქტის ესკალაციის საპასუხოდ, აშშ შავ ზღვაში სამხედრო ხომალდებს შეიყვანს
ნადეჟდა სავჩენკომ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა

სიახლეები

განახლებული შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი 250 ვაკანსიას აცხადებს

 

თბილისი.  2018 წლის 9 დეკემბერს შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი აწყობს დასაქმების ფორუმს, რომელიც გაიმართება თბილისის საკრებულოს შენობაში, თავისუფლების #2-ში, 10:00 – 20:00 საათამდე. აღნიშნულ ღონისძიებაზე სასტუმროს ადმინისტრაცია იწვევს ყველა დაინტერესებულ პირს, ვისაც სურს თავისი პროფესიული საქმიანობა სტუმართმოყვარეობის დინამიურ სფეროში განაგრძოს. 
 

დაინტერესებულ კანდიდატებს  შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ გაესაუბრონ კვალიფიციურ პროფესიონალებს, დაუსვან მათ შეკითხვები თითოეული ვაკანსიის მოთხოვნების შესახებ და მიიღონ რეკომენდაციები განაცხადის შევსების თაობაზე. 


შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი დასაქმების ფართო არჩევანს თავაზობს კანდიდატებს და 250 პროფესიონალის დასაქმებას გეგმავს. ვაკანსიები გამოცხადდება სხვადასხვა თანამდებობებზე შესყიდვების, დაცვის, საინჟინროს, დასუფთავების, დაჯავშნისა და მიმღებ განყოფილებებში, აგრეთვე სამზარეულოში, რესტორნებში, ბარებსა და გამაჯანსაღებელ ცენტრში.
 

„ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ 9 დეკემბერს არაერთ საინტერესო კანდიდატს შევხვდებით, რომელიც მონდომებულია შეუერთდეს შერატონის გუნდს“- ანდრეას ჰეიდინგსფელდერი, შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის გენერალური მენეჯერი.
 

საქართველოში პირველი საერთაშორისო ბრენდის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო - „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ 2019 წლის გაზაფხულზე სრულიად განახლებული სახით გაიხსნება და თანამედროვე დიზაინის 220 ოთახს, 2000 კვადრატულ მეტრ მრავალფუნქციური შეხვედრების სივრცეებს, ბარებს, რესტორნებს, სპასა და გამაჯანსაღებელ ცენტრს შესთავაზებს სტუმრებს.  

 

აღსანიშნავია, რომ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი ცოტა ხნის წინ მარიოტის საერთაშორისო ქსელის წევრი გახდა. ამავდროულად სასტუმროს მიენიჭა „გრანდ“ კატეგორია, ამ სტატუსის მქონე სასტუმროები გამოირჩევიან განსაკუთრებული ადგილმდებარეობით, მაღალი დონის მომსახურებით, დახვეწილი რესტორნებით, ბარებითა და გამაჯანსაღებელი ცენტრებით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...