20:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კანადაში Huawei-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს
რომელ ქვეყნებში იყიდება ყველაზე მეტი ბოთლი ქართული ღვინო?

სიახლეები

ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა უფასო გახდა

 

ლუქსემბურგის მთავრობა 2019 წლის ზაფხულიდან მატარებლით, ავტობუსითა და ტრამვაით მგზავრობას უფასოს გახდის, წერს The Guardian.  

 

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაუქმების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მთავრობის გადარჩევის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეუდგა ქსავიე ბეტელი. 

 

The Guardian აღნიშნავს, რომ არ არის ცნობილი, იქნება თუ არა მგზავრობა უფასო პირველი კლასის ვაგონებით მგზავრობის შემთხვევაში. 

 

ამჟამად ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური საათობრივია და 2 საათი 2 ევრო ღირს, ამ დროში ქვეყნის უდიდესი ნაწილის მოვლა შეიძლება. 20 წლამდე ასაკის პირები უფასოდ გადაადგილდებიან. 

 

ლუქსემბურგი 2,586 კმ² ფართობით ევროპის ერთ-ერთი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა, აქ 524,853  ადამიანი ცხოვრობს.  

 

უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრაქტიკა ევროპის რამდენიმე ქალაქსა და ქვეყანაში არსებობს. ბელგიის ქალაქ ჰასელტში ასე ჯერ კიდევ 1997  წელს მოიქცნენ, 2018 წელს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღეს ესტონეთშიც. 

 

ლუქსემბურგის ახალი მთავრობის მომდევნო გეგმებში შედის მარიხუანას სარეკრეაციო მიზნით გამოყენების ლეგალიზაცია და ორი ახალი ეროვნული დღესასწაულის დაწესება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...