21:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კრიპტოვალუტებმა მაქსიმალური ღირებულების 90% დაკარგა
კანადაში Huawei-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს

სიახლეები

ბიზნესომბუდსმენი: აჭარაში ბიზნესი ყველაზე ხშირად სამშენებლო პროექტებსა და ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეულ პრობლემებზე სვამს საკითხებს

 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან გიორგი ბუბუტეიშვილთან და USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ კომპონენტის ხელმძღვანელთან მაია ერისთავთან ერთად,ბათუმში  საშუალო და მცირე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

შეხვედრა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა.

 

შეხვედრაზე ბიზნესომბუდსმენის საქმიანობა და საგადასახადო სისტემა მიმოიხილეს. ბიზნესმენებს საშუალება მიეცათ ბიზნესომბუდსმენისა და შემოსავლების სამსახურის მიერ რეგიონში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშები მოესმინათ.

 

„ჩვენ  დავიწყეთ მორიგი რეგიონული შეხვედრები ადგილობრივ ბიზენსთან და პირველი შეხვედრა შედგა ბათუმში. შემდეგი შეხვედრები დაგეგმილი გვაქვს ზუგდიდსა და ქუთაისში. რეიგონულ შეხვედრები იმართება USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) მხარდაჭერით. შეხვედრებზე ბიზნესი სვამს ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებაში  მათთვის პრობლემურ საკითხებს და ჩვენ ვაცნობთ  იმ მექანიზმებს, რითიც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში  საკითხის გადაწყვეტაში მათი მხარდაჭერა. აჭარაში  სექტემბრიდან მუშაობს ბიზნესომბუდსმენის სპეციალური წარმომადგენელი და ამ პერიოდში უკვე 30მა მეწარმემ მიმართა დახმარებისთვის. აჭარაში ბიზნესის მხრიდან დასმულ თემებს შორის  ყველაზე ხშირია სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებული საკითხები, ბიუროკრატიული პროცედურებით გამოწვეული პრობლემები, ნებართვებთან და საგადასახადო დაბეგვრასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებიც საჭიროებს დროში სწრაფად გადაწყვეტილების მიღებას.  ჩვენ ჩართული ვართ მედიაციაში, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ მთავრობასთან. თბილისის შემდეგ ბიზნეს აქტივობის მიხედვით ყველაზე აქტიური რეიგონია  აჭარა და ბიზნესომბუდსმენის ოფისში მთელი მომართვიანობის 15% სწორედ ამ რეგიონზე მოდის.“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ. 

 

შეხვედრაზე გაკეთდა პრეზენტაციები ბიზნესომბუდსმენის პორტალის, ზოგადი საგადასახადო პოლიტიკისა და შემოსავლების სამსახურის სერვისებით სარგებლობის, გადასახადებისა და სახელმწიფო სერვისების დაფინანსების ალტერნატიული გზებისა და საგადასახადო კანონმდებლობაში 2018 წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...