17:29 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მსოფლიოს ყველაზე უცნაური შენობები
კრიპტოვალუტებმა მაქსიმალური ღირებულების 90% დაკარგა

სიახლეები

საღამოს საკითხავი

 

საღამოს საკითხავი

 

ACES Europe - ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციამ ბათუმს 2019 წლის ევროპის სპორტის ქალაქის სტატუსი მიანიჭა. ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული ბრიუსელში, ევროპის პარლამენტში, საზეიმო ვითარებაში გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიაზე იმყოფება ბათუმის მერიის დელეგაცია მერის, ლაშა კომახიძის ხელმძღვანელობით. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტული და დროშა ბათუმის მერს პირადად ევროპის დედაქალაქებისა და ქალაქების სპორტის ფედერაციის ACES Europe-ის პრეზიდენტმა ჯან ფრანჩესკო ლუპატელიმ გადასცა. ACES Europe ბრიუსელში დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც ყოველწლიურად ევროპულ ქალაქებს ,,ევროპის სპორტის დედაქალაქის“, ,,ევროპის სპორტის ქალაქის“, ,,ევროპის სპორტის თემისა“ და ,,ევროპის სპორტის მცირე ზომის ქალაქის“ სტატუსებს ანიჭებს. ევროპის სპორტის ქალაქის ტიტულის მინიჭებამდე, ACES Europe-ის პრეზიდენტი და შემფასებელი კომისია ბათუმში ჩავიდა, სადაც ქალაქში არსებული სპორტული ობიექტები დაათვალიერა, სპორტის ხელშეწყობის კუთხით მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და სპორტის სხვადასხვა სახეობაში ბათუმელი სპორტსმენების მიღწევების შესახებ ინფორმაციას გაეცნო.

OnChainFX-ის უკანასკნელი მონაცემებს თანახმად, ახლა კრიპტოვალუტების უმეტესობის კურსი მათ ისტორიულს მაქსიმუმებს 90%-ით ჩამორჩება. რიგით მერე უმსხვილესი კაპიტალიზაციის მქონე კრიპტოვალუტა რიპლი ამჟამად 0,337 აშშ დოლარი ღირს, მაშინ, როცა 2018 წლის დასაწყისში მისი ღირებულება 3,84 აშშ დოლარს აღწევდა. 1 ბითკოინის ფასი ამჟამად 3873 აშშ დოლარია, რაც 81%-ით ჩამორჩება მაქსიმალურ 20 ათას დოლარიან ნიშნულს. ასეთივეა სურათი სხვა კრიპტოვალუტების შემთხვევაში.

კანადაში დააკავეს Huawei-ს ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ვანჩჟოუ მენი. დაკავება ამერიკული მხარის მოთხოვნით განხორციელდა. აშშ-ში Huawei-ს ირანის წინააღმდეგ სასანქციო რეჟიმის დარღვევაში სდებენ ბრალს. ვანჩჟოუ -ს დაკავების შესახებ ინფორმაცია გამოცემა The Globe-მ გაავრცელა. ჩინური მაღალტექნოლოგიური კომპანიის ფინანსურ დირექტორს აშშ-ში ექსტრადიცია ემუქრება. The Verge-ს ცნობით, გამოძიება აპრილშია დაწყებული და ამერიკული წარმოების პროდუქციის ირანისთვის მიწოდების შემოვლით სქემას ეხება. იქამდე აშშ-ში მსგავსი ბრალდება ჩინურ კომპანია ZTE-ს წაუყენეს.

ლუქსემბურგის მთავრობა 2019 წლის ზაფხულიდან მატარებლით, ავტობუსითა და ტრამვაით მგზავრობას უფასოს გახდის, წერს The Guardian. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის გაუქმების თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილება 5 დეკემბერს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც მთავრობის გადარჩევის შემდეგ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეუდგა ქსავიე ბეტელი. The Guardian აღნიშნავს, რომ არ არის ცნობილი, იქნება თუ არა მგზავრობა უფასო პირველი კლასის ვაგონებით მგზავრობის შემთხვევაში. ამჟამად ლუქსემბურგში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის საფასური საათობრივია და 2 საათი 2 ევრო ღირს, ამ დროში ქვეყნის უდიდესი ნაწილის მოვლა შეიძლება. 20 წლამდე ასაკის პირები უფასოდ გადაადგილდებიან.

ქერჩის ყურეში რუსეთსა და უკრაინას შორის მომხდარი სამხედრო დაპირისპირსპირების შემდეგ აშშ შaვ ზღვაში სამხედრო ხომალდების შემოყვანას აპირებს, - წერს სააგენტო CNN. ვაშინგტონი აკეთებს ამას "ქერჩის სრუტეში რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ", - აღნიშნავს სააგენტო, რომელიც აშშ-ის სამხედრო სარდლობის სამი მაღალჩინოსნის ინფორმაციას ეყდნობა. CNN-ის ცნობით, ამერიკულმა მხარემ უკვე მიმართა თურქეთს და მოითხოვა შავ ზღვაში სამხედრო ხომალდის შეყვანა, მონტრეს 1936 წლის შეთანხმების შესაბამისად, რომლის ძალითაც, ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებზე ამჟამად თურქეთის სუვერენიტეტი ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.