06:05 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თელავში დასაქმების ფორუმი გაიმართება
OPEC რუსეთს ვერ უთანხმდება

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

7 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა მილანში მიმდინარე ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 25-ე სესიის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „ეუთოს მინისტერიალზე, რომელშიც 57 ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელი და დელეგაცია მონაწილეობს, პრაქტიკულად ყველამ კიდევ ერთხელ მტკიცე მხარდაჭერა გამოთქვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, - განაცხადა სოფიო ქაცარავამ. მისი ინფორმაციით მინისტერიალზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე.

OPEC+ გაფართოვებულ შეხვედრაზე მხარეებმა ნავთობის მოპოვების შეზღუდვასთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ინფორმაცია ამის შესახებ საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ხალიდ ალ-ფალიხმა გაავრცელა. მთავარ მიზეზად მან რუსეთის პოზიცია დაასახელა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებას აფერხებს."ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ", - თქვა მინისტრმა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კვლავ უცნობია, დაუჭერს თუ არა რუსეთი მხარს შეთანხმებას. საუდის არაბეთს სურს, რომ ნავთობის მოპოვება დღე-ღამეში 300 ათასი ბარელით შეიზღუდოს, მოსკოვს მიაჩნია, რომ ეს საკმარისი ზომა არ არის და მოპოვება ორჯერ მეტით უნდა შემცირდეს, - წერს Bloomberg.

ჩვენ დიდად ვაფასებთ იაპონიის და იაპონელი ხალხის უმნიშვნელოვანეს მორალურ და მატერიალურ თანადგომას, რომელსაც წლების განმავლობაში, განსაკუთრებული წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების პროცესში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იაპონიის ეროვნული დღესასწაულის - იმპერატორის დაბადების დღის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო და იაპონია მეგობარი ქვეყნები არიან და საამაყოა, რომ იაპონია საქართველოს ერთგული და სანდო პარტნიორია. მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველო მიესალმება იაპონიის მთავრობის ხედვას რეგიონის მიმართ და მყარად უჭერს მხარს იაპონიის გააქტიურებას „კავკასიის ინიციატივის" ფარგლებში.

აშშ-ის კონგრესის სენატმა წარმომადგენელთა პალატის მიერ შემუშავებული ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც ფედერალური მთავრობის დაფინანსებას კიდევ 3 კვირით აგრძელებს, - წერს The Hill. კანონპროექტის თანახმად, ფედერალური უწყებების დაფინანსება 7 დეკემბრიდან 21 დეკემბრამდე გაგრძელდება, დოკუმენტს მხოლოდ დონალდ ტრამპის ხელმოწერა სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ სენატორები ვერ შეთანხმდებოდნენ, აშშ-ი 7 დეკემბრიდან შეწყდებოდა სახელმწიფო დეპარტამენტის, იუსტიციის სამინისტროს, შს სამინისტროს, ვაჭრობის სამინისტროსა და სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი უწყების მუშაობა.

მიუხედავად აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის არაერთი მცდელობისა, რომ ამერიკის სავაჭრო ბალანსი გამოესწორებინა, 2018 წლის ოქტომბერში აშშ-ის უარყოფითი სავაჭრო სალდო კვლავ გაიზარდა (1,6%-ით) და 55,5 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია - ბოლო 10 წლის მაქსიმალურ ნიშნულს, ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს. სექტემბრის თვეში ანალოგიური მაჩვენებელი 54,6 მილიარდ დოლარს აღწევდა. აშშ-ის ექსპორტმა ოქტომბერში 211 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა - 266,5 მილიარდი აშშ დოლარი. კვლავ გაიზარდა დეფიტი ჩინეთთან, რაც ტრამპს ამერიკის უმთავრეს პრობლემად მიაჩნია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...