05:56 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 48.2%-ით შემცირდა
კატალონიის მოქმედმა ლიდერმა კატალონიის ყოფილი მთავრობის დაპატიმრებული წევრების მხარდასაჭერად შიმშილობა დაიწყო

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

10 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყებაში აშშ-ის ელჩი დაიბარა მარ შემდეგ, რაც კანადაში Huawei-ს ფინანსური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი ვანჩჟოუ მენი დააკავეს, ამერიკული მხარის მოთხოვნით. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, რომ ჩინეთმა აშშ-ს მოსთხოვა, სასწრაფოდ შეაჩეროს დაკავების საერთაშორისო ორდერის მოქმედება, რომლის ძალითაც ტოპ-მენეჯერი ამჟამად პატიმრობაშია. "ჩინეთი შეიმუშავებს საპასუხო ნაბიჯებს, ამერიკის მოქმედების შესაბამისად", - თქვა ლე იუიჩენმა, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილემ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

კატალონიის რეგიონალური მთავრობის ხელძღვანელმა კიმ ტორამ 48 საათიანი შიმშილობა გამოაცხადა, - ინფორმაციას ამის შესახებ La Vanguardia ავრცელებს. გაზეთის ცნობით, ლიდერის მხრიდან ამ ამქციას სიმბოლური ხასიათი აქვს და ის კატალონიის ყოფილი ჟენერალიტეტის დაპატიმრებული წევრების მიმართ სოლიდარობის ჟესტია. მათ სეპარატიზმსა და ამბოხების მცდელობაში ედებათ ბრალი. 4 მათგანს მადრიდის ციხეში შიმშილობა აქვს გამოცხადებული. საკვების მიღებაზე უარს აცხადებენ მთავრობის ყოფილი წევრები: ხოსეპ რული, ხოაკიმ ფორნი და დეპუტატები - ჟორდი ტურული და ჟორდი სანჩესი.

დღეს, თბილისში, კერძოდ კი "რედისონ ბლუ ივერიაში" გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ახალ პროექტს წარადგენს სახელწოდებით „ქალთა ეკონომიკური გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში“.პრეზენტაციაზე საუბარი იქნება იმ პრობლემებზე, რომლებსაც ქალები საქართველოში ეკონომიკური აქტივობის თვალსაზრისით განიცდიან. ამ პროექტის პირდაპირი მიზანია ხელი შეუწყონ რეგიონის ქვეყნებში: სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას და მათი ჩართულობის გაზრდას ეკონომიკური გადაწყვეტილებების პროცესში.

„ზურაბ ჟვანიამ უმაღლესი პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე და ეს პასუხისმგებლობა დაეკისრა იმ დროს, როდესაც ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ქართული პარლამენტარიზმი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იყო, ჯერ კიდევ არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი, თუნდაც, ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსი და ზურაბ ჟვანია იყო ის ადამიანი, რომელმაც ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი შეასრულა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარისა და ქვეყნის ექსპრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას 55 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

აშშ-ის საფონდო იდნექსები პარასკევს 2,2-3%-ით დაეცა. საერთო ჯამში, გასულ კვირაში აშშ-ის Dow Jones Industrial Average ინდექსი 4,5%-ით შემცირდა, ხოლო გაფართოებული ბაზრის Standard & Poor's 500 ინდექსი 4,6%-ით დაეცა. თითქმის 5%-ით დაეცა Nasdaq Composite ინდექსი. ვარდნა ბირჟებზე ყველაზე შესამჩნევი იყო 2018 წლის მარტის თვის შემდეგ. ეს არის 2008 წლის შემდეგ დეკემბრის ყველაზე ცუდი დასაწყისი აშშ-ის საფონდო ბაზრისთვის. მთავარ ნეგატივს ინვესტორებისთვის აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო მოლაპარაკებაში კონკრეტული პროგრესის არ არსებობა წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...