06:47 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კომიტეტმა საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შეიტანა
პურის ფასის მატებაზე მთავრობა პასუხისმგებლობას იხსნის

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

11 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საგანგებო ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა განაცხადა. გადაწყვეტილება მაკრონმა "ყვითელი ჟილეტების" აქციების ფონზე მიიღო. მის მიმართვას პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეარხი BFM. მაკრონმა დაგმო ძალადობა, რომელიც მიტინგებს სდევს თან და აღნიშნა, რომ ამას გამართლება არ აქვს. "ჩვენ ყველამ ვნახეთ ოპორტუნისტების თამაშები, ისინი ცდილობდნენ, რომ გულწრფელი პროტესტით ესარგებლათ. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკოსები, რომელთა პროექტებიც მდგომარეობდა იმაში, რომ გაევრცელებინათ ანარქია", - თქვა მაკრონმა.

ევროკავშირმა დააწესა სანქციები 9 ადამიანის წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებული არიან 11 ნოემბბერს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე (დონეცკისა და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკები) ჩატარებულ არჩევნებთან. შესაბამისი განცხადება EC-ის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა: "შავ სიაში" მოხვდნენ ლუნგასკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი ლეონიდ პასეჩნიკი, რომელმაც ამ პოსტზე იგორ პლოტნიცკი შეცვალა, დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული პარლამენტების თავმჯდომარეები, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეები და აპარატის მაღალჩინოსანი თანამშრომლები. "ევროკავშირის საბჭო აწესებს შემზღუდავ ზომებს 9 ფიზიკური პირის მიმართ, უკანონო არჩევნების ორგანიზების გამო ლუგანსკისა და დონეცკის რეგიონებში", - ნათქვამია დოკუმენტში.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი განცხადების გაკეთებისთვის მეგობარ ქვეყნებს მადლობას უხდის. „მინდა, ჩვენს თითოეულ მეგობარს გულწრფელი მადლობა გადავუხადო ამ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილისთვის. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მეგობართა ჯგუფის განცხადებაში ასახულია ჩვენი მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილის და გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტები. საკუთარ გამოსვლაში საქართველოს ოკუპაციის პრობლემაზე ყურადღება გაამახვილა ეუთოს თითქმის 30-მა წევრმა ქვეყანამ, რისთვისაც, მინდა, თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ გულწრფელი მადლობა გადავუხადო", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. დასრულებულ პროექტს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. პროექტით გათვალისწინებული 7,3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაცია ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და გზის ორზოლიანი სავალი ნაწილის მოწყობას ითვალისწინებდა. აღნიშნულ სამუშაოებზე დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯა. სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „ჯეუ გრუპმა“ აწარმოა.

2018 წლის ნობელის პრემიის ლაურეატების დაჯილდოვების ცერემონიალი ოსლოსა და სტოქჰოლმში გაიმართა. ტრადიციისამებრ, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატებს ნორვეგიის დედაქალაქში აჯილდოვებენ, მაშინ, როცა სხვა დარგებში პრიზები შვედეთში გადაიცემა. სტოქჰოლმში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდა მეფე კარლ XVI გუსტავი, რომელმაც ჯილდოები პირადად გადასცა 2018 წლის საუკეთესო ფიზიკოსებს, ქიმიკოსებს, ფიზიოლოგებს, ექიმებსა და ეკონომისტებს. ოსლოში მოწყობილ ღონისძიებაში ნორვეგიის მეფე ჰარალდ V და მისი ოჯახის წევრები მონაწილეობდნენ. ნობელის პრემია მშვიდობის დარგში კონგოელ ქირურგსა და ადამიანის უფლებათა დამცველს, დენის მუკვეგეს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...