23:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვებგვერდზე Vali.ge ამ დროისთვის ატვირთულია ინფორმაცია 407 ათასზე მეტი მსესხებლის შესახებ
Vali.ge-ზე ამ დროისთვის ატვირთულ მონაცემთა მიხედვით, დავალიანებების მოცულობა სამ მილიარდ ლარს აჭარბებს

სიახლეები

1977 წელს გაშვებულმა ხელოვნურმა თანამგზავრმა ვარსკვლავთშორის სივრცეში გააღწია

 

NASA-ს კოსმოსური ზონდი Voyager 2  გახდა ისტორიაში მეორე ხელოვნური თანამგზავრი, რომელიც ჰელიოსფეროს საზღვრებს გასცდა და ვარსკვლავთშორის სივრცეში აღმოჩნდა, - ინფორმაციას ამის შესახებ NASA-ს ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. 2012 წელს ჰელიოსფერო პირველად კოსმოსურმა ხომალდმა Voyager 1-მა დატოვა.

 

ზონდი Voyager 2 1977 წელს არის გაშვებული. ამ 41 წლის განმავლობაში მან მოაწრო იუპიტერთან, სატურნთან, ურანთან და ნეპტუნთან მიახლოვება და დედამიწაზე მონაცემების გადმოგზავნა.  

 

ამ დროისთვის Voyager 2 დედამიწიდან 145 ასტრონომიული ერთეულით არის დაშორებული. 

 

ჰელიოსფერო მზის გარშემო არსებული სივრცის უზარმაზარი რეგიონია, მის უკიდურეს წერტილში, რომელიც  პლუტონის ორბიტის გაღმა ვრცელდება, თითქმის ნულოვანია მზიური ქარების მოძრაობა. 

 

მიუხედავად ამისა, ზონდს მზის სისტემა ჯერ არ დაუტოვებია, ახლა Voyager 2-ს თითქმის 300 წელი დასჭირდება იმისთვის, რომ ოორტის ღრუბელს, მზის სისტემის კიდეს მიაღწიოს. 

 

კოსმოსური ხომალდის ბორტზე არის ფირფიტა, რომელზეც დატანილია მზის სისტემის კოორდინატები, ფოტოები და ხმები - იმ შემთხვევისთვის, თუ Voyager 2-ს პოტენციური უცხოპლანეტები აღმოაჩენენ. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...

ფინანსური სისტემების განვითარების დონე მსოფლიოსა და საქართველოში

2 აგვ 2021კვირის გრაფიკი

ფინანსური განვითარების ინდექსით საქართველო მსოფლიოში 77-ე ადგილზეა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.30-ს, რაც მსოფლიოს საშუალო...