06:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: „მთაში ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარება ჩვენი ძალიან დიდი პრიორიტეტია“
საფრანგეთში მოწყობილმა მასობრივმა საპროტესტო გამოსვლებმა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეამცირა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

12 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საითხავი

 

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების პროექტი წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, დაგეგმილთან შედარებით გაზრდილმა ეკონომიკურმა ზრდამ ძირითად ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების გატარების აუცილებლობა განაპირობა. მინისტრის მოადგილემ დეპუტატებს ბიუჯეტში მოძიებული დამატებითი რესურსების სამინისტროებზე გადანაწილების ახალი სქემა გააცნო და გამოყოფილ დამატებით ასიგნებებზე დეტალური მაჩვენებლები წარმოადგინა.

აფრანგეთში მოწყობილი მასობრივი არეულობებისა და პროტეტის ფონზე, 2018 წლის მეოთხე კვარტალში ქვეყნის მშპ-ის ზრდის ტემპი შენელდება, - აცხადებს საფრანგეთის ცენტრალური ბანკი. საფრანგეთის ეროვნული ბანკის პროგნოზით, ოქტომბერ-დეკემბერში საფრანგეთის ეკონომიკა 0,2-დან 0,4%-მდე დიაპაზონში გაიზრდება. ბანკის ტოპ-მენეჯერებმა, რომლებიც საქმიან გარემოსთან და ეკონომიკურ პარამეტრებთან დაკავშირებით პროგნოზს ყოველთვიურად აკეთებენ, განაცხადეს, რომ ნოემბერში საფრანგეთში შემცირდა საცალო გაყიდვები და საქმიანი აქტივობის ინდექსი.

როგორიც არის საქართველოს მთები, ისეთივე ხართ თქვენ, იქ მცხოვრებნიც - მტკიცე, უბოროტო, საიმედო და ფასეულობების დამცველნი. დღეს სახელმწიფოს წინაშე დიდი ამოცანა დგას - წლების განმავლობაში დაცარიელებულ მთაში ხალხი დავაბრუნოთ, ეს უნდა შევძლოთ მათთვის ღირსეული პირობების შექმნით, მთის ეკონომიკური გაძლიერებით და ეს პროცესი დაწყებულია - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა მთის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2002 წელს მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას 11 დეკემბერს მთის საერთაშორისო დღის აღნიშვნისკენ, ეს დღე საქართველოში წელს პირველად აღინიშნა.

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მექსიკის საზღვართან კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე აშენებულია და ამერიკელი სახედროები ამ პროექტს დაასრულებენ იმ შემთვევაშიც კი, თუ დემოკრატი კონგრესმენები მისთვის ფულის გამოყოფას არ ისურვებენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ დემოკრატების მიერ კედლის მენებლობაზე უარის თქმა ამერიკას ე.წ. მთავრობის "შათდაუნამდე" მიიყვანს. "ადამიანები ვერ იაზრებენ, რამხელა სამუშაოებია უკვე გაწეული ამ კედლის ასაგებად. თუ დემოკრატები ხმას არ მისცემენ უსაფრთხოებას, სამხედროები კედელს მაინც დაასრულებენ. მათ ესმით, რომ ეს მნიშვნელოვანია", - თქვა ტრამპმა.

Bloomberg: ჩინეთი მზად არის ღირებულების 15%-მდე (ამჟამად 40%-ს შეადგენს) შეამციროს იმპორტის გადასახადი აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე, მოლაპარაკების ფარგლებში, რომელიც 3 დეკმბერს წამოიწყო დონალდ ტრამპმა. სააგენტოს წყაროს ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამჟამად ჩინეთიდან აშშ-ში იმპორტირებული ავტომობილებისთვის იმპორტის გადასახადი 25%-ს შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ჩინური მხარე ამ სფეროში დათმობაზე წავიდა. მეორე მხრივ, ჩინეთს აშშ-დან 52 მილიარდი დოლარის ღირებულების ავტომობილები შეაქვს, აშშ-ს ჩინეთიდან - მხოლოდ 13,5 მილიარდის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...