21:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ
Bloomberg: ჩინეთი აშშ-სთან სავაჭრო მოლაპარაკებაში პირველ დათმობაზე წავიდა

სიახლეები

ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზებით ინტერნეტმმართველობის ფორუმი მიმდინარეობს

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით ინტერნეტმმართველობის მეოთხე ფორუმი GeoIGF 2018 იმართება, რომელზეც ძირითადად განხილული იქნება ისეთი საკითხები, როგორიცაა ინტერნეტის ბაზარი და კონკურენცია, ფართოზოლოვანი განვითარება და სათემო ქსელების სიახლეები, საავტორო უფლებები,   ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხები საქართველოში და სხვ.

 
საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი (GEO IGF) მიზნად ისახავს ხელი შუწყოს საჯარო კონსულტაციების პროცესს და ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით საქართველოს ICT სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას და განხილვას, წლის გამავლობაში მიღწეული წარმატებების წარმოჩენას ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის, კონკურენციის, ზედა დონის დომენში ქვეყნის კოდის-GE ccTLD-ის ადმინისტრირების განვითარების, საავტორო უფლებების, ადამიანის უფლებების, პერსონალური მონაცემთა დაცვის ინტერნეტ სივრცეში, ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, ინფორმაციის უსაფრთხოებისა და დაცვის მიმართულებით.
 

ინტერნეტმმართველობის ფორუმში ასევე მონაწილეობენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ევროპული ბიუროს, ევროპის საბჭოს, კომუნიკაციების ეროვნული მარეგულირებელი კომისიის, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის, ინტერნეტის განვითარების ინიციატივის, საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის, საქართველოს ინტერნეტის ურთიერთგაცვლის ცენტრისა და სხვა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფლაცია საქართველოში

20 იან 2020კვირის გრაფიკი

            2019 წლის სამომხმარებლო ფასების ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო ევროპის ქვეყნებს შორის. სამომხმარებლო ფასების საერთო დონის ზრდა 2019 წლის ბოლოს...

მსოფლიოს ქვეყნების სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა

13 იან 2020კვირის გრაფიკი

            მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა საქართველოში ოდნავ უფრო მაღალია. გაეროს მონაცემების თანახმად საქართველოს...

ურბანიზაციის დონე საქართველოში

6 იან 2020კვირის გრაფიკი

ურბანიზაციის დონით საქართველო მსგავსი შემოსავლების მქონე ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 59% ცხოვრობს...