სიახლეები
ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ
სადაზღვეო ბიზნესი მთავრობას რეგულაციების დაწესებას სთხოვს, რომელიც ამ სექტორში ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას შექმნის.
როგორც სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აუცილებელია შეჩერდეს საბანკო ექსპანსია, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვნად აზარალებს და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, სადაზღვევო ბიზნესი მთლიანად იქცეს საბანკო სივრცის ნაწილად.
სწორედ ამ მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა 12 სადაზღვეო კომპანია, რომლებიც მთავრობას სამართლიანი თამაშის წესების შექმნას სთხოვს.
სადაზღვეო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ, როდესაც ბანკი სადაზღვეო კომპანიას ფლობს, მას აქვს დიდი ბერკეტი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის არჩევანზე. შედეგად კი, ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ:
„ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება „თიბისი ბანკის“, „ბაზისბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.
ჩვენ მივმართავთ ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად, ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავლესობაში აღმოჩნდებიან", - აღნიშნულია სადაზღვეო კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასი.
მსგავსი სიახლეები
25 ივნ 2019დაზღვევა
თბილისის ათივე რაიონის გამგეობა უამინდობის დროს დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება

10 მაი 2019დაზღვევა
კობა გვენეტაძე დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს შეხვდა

22 აპრ 2019დაზღვევა
რას გთავაზობთ "თიბისი დაზღვევის" აგროდაზღვევა?
კვირის გრაფიკი
რატომ კარგავს მსოფლიო მასიურად ტყეებს?
1 მარ 2021კვირის გრაფიკი
ბოლო 100 წლის განმავლობაში მსოფლიომ იმდენი ტყე დაკარგა, რამდენიც წინა 9000 წლის განმავლობაში. Pendrill-ის კვლევის მონაცემებით მსოფლიო ყოველწლიურად დაახლოებით 5 მილიონ ჰექტარ ტყეს...
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
