12:55 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დონალდ ტრამპი აშშ-ის "ცენტრალურ ბანკს" დაუპირისპირდა
ეკონომიკის სამინისტროს თანაორგანიზებით ინტერნეტმმართველობის ფორუმი მიმდინარეობს

სიახლეები

ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ

 

სადაზღვეო ბიზნესი მთავრობას რეგულაციების დაწესებას სთხოვს, რომელიც ამ სექტორში ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობას შექმნის.

 

როგორც სადაზღვეო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, აუცილებელია შეჩერდეს საბანკო ექსპანსია, რომელიც კომპანიებს მნიშვნელოვნად აზარალებს და თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა, სადაზღვევო ბიზნესი მთლიანად იქცეს საბანკო სივრცის ნაწილად.

 

სწორედ ამ მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა 12 სადაზღვეო კომპანია, რომლებიც მთავრობას სამართლიანი თამაშის წესების შექმნას სთხოვს.

 

სადაზღვეო ბიზნესის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ, როდესაც ბანკი სადაზღვეო კომპანიას ფლობს, მას აქვს დიდი ბერკეტი, რომ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მომხმარებლის არჩევანზე. შედეგად კი, ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ:

 

„ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ, რასაც აღწევენ საკუთარი მომხმარებლის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვით და მათი იძულებით სესხის აღებისას შეიძინონ მხოლოდ მათთან აფილირებილი სადაზღვევო კომპანიების პოლისები; აღნიშნული განსაკუთრებით მკვეთრად იკვეთება „თიბისი ბანკის“, „ბაზისბანკის“ და „საქართველოს ბანკის“ მაგალითზე, სადაც ეს უკანასკნელი კიდევ ერთი სადაზღვევო კომპანიის დაარსებაზე იღებს თანხმობას ეროვნული ბანკისგან.

 

ჩვენ მივმართავთ ეროვნულ ბანკს, დაზღვევის ზედამხედველის სამსახურს, საქართველოს პარლამენტს და საქართველოს მთავრობას, მიიღონ შესაბამისი ზომები დარგში საბანკო სექტორის ექსპანსიის შესაჩერებლად, ამ შინაარსის მიმართვის წერილი სადაზღვევო ინდუსტრიის მხრიდან ყველა შესაბამის პირს უკვე დაეგზავნა. ზომები დროულად არის მისაღები მდგომარეობა კი დღითიდღე მძიმდება, იმ პირობებში როდესაც ეროვნული ბანკი გასცემს ახალ თანხმობებს და სულ მალე დაზღვევის სექტორში ბანკების კონტროლქვეშ არსებული სადაზღვევო კომპანიები უმრავლესობაში აღმოჩნდებიან", - აღნიშნულია სადაზღვეო კომპანიების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებასი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...

პოპულარული

 მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოემბერი, 2019კვირის გრაფიკი

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკემბერი, 2019კვირის გრაფიკი