18:54 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება
ბანკების კონტროლის ქვეშ არსებულ სადაზღვევო კომპანიებს ჯამურად სექტორის მოგების 80%-90% მიაქვთ

სიახლეები

დონალდ ტრამპი აშშ-ის "ცენტრალურ ბანკს" დაუპირისპირდა

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემა (ცენტრალური ბანკი) სერიოზულ შეცდომას დაუშვებს, თუ მომდევნო კვირას ჩანიშნულ რეგულატორის სხდომაზე საპროცენტო განაკვეთებს გაზრდის, ბაზრის პროგნოზის შესაბამისად. 

 

"ვფიქრობ, რომ ეს სულელური ნაბიჯი იქნება, თუმცა რა შემიძლია ვთქვა?", - თქვა დონალდ ტრამპმა Reuters-თან ინტერვიუში, როცა ფედერალური სარეზერვო სისტემის მონეტარულ პოლიტიკაზე საუბრობდა. 

 

ამერიკის პრეზიდენტის თქმით, მას სჭირდება საპროცენტო განაკვეთების უფრო დაბალი ნიშნული, რათა ამერიკის ეკონომიკას უფრო აქტიურად დაუჭიროს მხარი, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან სავაჭრო დაპირისპირების პირობებში. 

 

"თქვენ უნდა გაიგოთ, ჩვენ ვმონაწილეობთ რამდენიმე სავაჭრო კონფლიქტში და ჩევენ ვიმარჯვებთ. თუმცა მეც მჭირდება კომპრომისები", - თქვა ტრამპმა. 

 

პრეზიდენტმა ღიად გააკრიტიკა ფედერალური სარეზერვო ბანკის ხელძღვანელი ჯერომ პაუელი: "ის კარგი ადამიანია და სცდილობს იმის გაკეთებას, რაც უკეთესად მიაჩნია, თუმცა მე მას არ ვეთანხმები. ვფიქრობ, რომ ის ზედმეტად აგრესიულია (იგულისხმება ფულად-საკრედიტო პოლიტიკასთან დაკავშირებული აგრესიული მიდგომა), ზედმეტად!" - აღნიშნა ტრამპმა.  

 

ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტი საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო და განაცხადა, რომ ის რაც პარიზში ხდება "საშინელებაა". ტრამპის აზრით, ამ მოვლენებს გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი

28 სექ 2020კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში 6-ჯერ გაიზრდება. ჩვენი პროგნოზის მიხედვით 27 ოქტომბერს საქართველოში...

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი