18:56 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კახა კალაძე: წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი
დონალდ ტრამპი აშშ-ის "ცენტრალურ ბანკს" დაუპირისპირდა

სიახლეები

2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

ნოემბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავისიმპორტმა შეადგინა  80,9 ათასი ტონა, რაც 14,8 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმაშეადგინა  46,3  ათასი ტონა,  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,6  ათასიტონა.

 

სულ 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოშინავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  991,0 ათასი ტონა, რაც 11,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (979,1 ათასი ტონა).

 

2018 წლის 11 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 272,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 27,5%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც  ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

 

მათ შორის, 2018 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 205,1 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 41,2%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 158,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი - 140,3 ათასი ტონა (28,5%).

 

მართალია, მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 11,9 ათასი ტონით გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ

 

გაზრდილა,  ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასიტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდისმაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლისპირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადოკოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზისგადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

საწვავის მოხმარების შემცირება  ძირითადად განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით: ქვეყანაში ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობის ზრდა; ბუნებრივ აირსა და ბენზინის  ფასს შორის სხვაობის ზრდა, რის შედეგადაც ხდება ავტომობილების ბუნებრივი აირის მოხმარების ზრდა; თხევადი აირის მოხმარების მატება ავტომობილების გასამართად; საწვავზე მაღალი ფასები; თურქეთში დიზელის საწვავის გადინების კლება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მშპ-ს და ვალის ცვლილება

26 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

       2020 წელს საქართველოში სახელმწიფო ვალის 16%-იანი ზრდა ხოლო მშპ-ს 5%-იანი კლება არის მოსალოდნელი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის უახლოესი მონაცემებით 2020 წელს საქართველოს მშპ მიმდინარე...

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი