21:34 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გერმანიაში შოკოლადის ქარხნიდან გაჟონილმა გამდნარმა შოკოლადმა გზა დაფარა
2018 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება მცირდება

სიახლეები

კახა კალაძე: წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი

 

"წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი", - ამის შესახებ საზოგადოებას დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ აცნობა.

 

კალაძის განმარტებით, უმთავრესი, რისი ნაკლებობაც ქალაქში იგრძნობა, სიყვარულია. სწორედ ამიტომ, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საახალწლო სლოგანად ზემოთ ციტირებული ტექსტი შეერჩია.

 

„უმთავრესი, რისი ნაკლებობაც სამწუხაროდ, დღეს ჩვენს ქალაქში ნათლად იგრძნობა, რაც არის მთავარი მამოძრავებელი ყველა კარგი და დიდი საქმის კეთების,  არის სიყვარული. უფრო მეტი სიყვარული გვმართებს ერთმანეთის მიმართ, უბნის, ქალაქის, მოხუცების, ახალგაზრდების, გაჭირვებაში მყოფი ადამიანების, ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმართ, მეტი პატივისცემა გვმართებს, როგორც ჩვენ დიდი მემკვიდრეობის, ისე სიახლეებისადმი.

 

ვისურვებდი, რომ სწორედ სიყვარული იყოს ყოველი ახლის წამოწყების საფუძველი. არა ბოღმით, ერთმანეთის ლანძღვით და ქილიკით, არამედ სიყვარულით ვაკეთოთ საქმე და ასე ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას, სამშობლოს. სწორედ ამიტომ, ჩვენი წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება სიყვარულით სავსე ქალაქი.

 

შეიძლება, გვქონდეს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები, მოსაზრებები, მაგრამ  ეს ყველაფერი უნდა გადავიტანოთ ცივილურად. უნდა იყოს პოლემიკა, დებატები და არა ის, რაც დღეს ხდება. დარწმუნებული ვარ, ეს ყველასთვის კატეგორიულად მიუღებელია. არავის სიამოვნებს ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ვიმყოფებით. მინდა, მომავალი წელი იყოს სიყვარულის წელი“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი