05:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი: 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი პირველად აჭარბებს 13 მლრდ ლარს
კანადაში დაკავებული Huawei-ს ფინანსური დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

სიახლეები

კომპანია Samsung-მა სმარტფონების ახალი ხაზი "Samsung Rize" დაარეგისტრირა

 

კომპანია Samsung-მა  სმარტფონების ახალი ხაზი "Samsung Rize" დაარეგისტრირა. გავრცელებული ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ბაზარზე ამ ხაზის სამი წარმომადგენელი - Rize10, Rize20 და Rize30 გამოჩნდება.  

 

კომპანიაში არ აცხადებენ, როგორი იქნება ამ მოდელების ტექნიური მახასიათებლები და ექნება თუ არა ამ ხაზს ფლაგმანური წარმოება, თუმცა ინტერნეტში ამაზე უკვე ბევრი იწერება. 

 

ამჟამად კომპანია Samsung სმარტფონების ბაზარზე გაყიდვებით მსოფლიოს ერთპიროვნული ლიდერია, მან პირველობა ამერიკულ კომპანია Apple-ს ჩამოართვა, რომელმაც მოგვიანებით მეორე ადგილიც დათმო, ჩინურ მწარმოებელ Huawei-სთან.  

 

პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, Samsung შეეცდება ახალი ბრენდით საშუალო კლასის მოწყობილობების სეგმენტში გაფართოვდეს, სადაც ძირითადად ჩინური მწარმოებლები ბატონობენ. 

 

მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტურ კლასში კომპანიას უკვე აქვს Galaxy A, Galaxy Z და Galaxy M სერიები, ისინი შედარებით ნაკლებ კონკურენტულები არიან და კომპანიის ძირითად შემოსავალს კვლავ ფლაგმანების გაყიდვები წარმოადგენს. 

 

არ არის გამორიცხული არც ის, რომ ახალი ბრენდი Galaxy S10-ის დასახელებაში იყოს გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში, ამ ყველაფრის შესახებ Mobile World Congress-ზე შევიტყობთ, 2019 წლის თებერვალში, ბარსელონაში. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...