06:38 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი შემცირდა
დონალდ ტრამპის ყოფილ ადვოკატს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

13 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ყურადღება გაამახვილა ვილა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის გათვალისწინებულ ხარჯებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით როგორც სახელმწიფო ისე მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებიდან ჯამში 3.7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. მისი თქმით, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის მიიმართება 1 302.1 მლნ ლარი, მათ შორის, თანხები გათვალისწინებულია 2018-2024 წლებში აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის და ე.წ. ტურისტული გზების უმნიშვნელოვანესი მონაკვეთების დასრულებისთვის, მუნიციპალურ ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 1.3 მლრდ ლარი.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის კონსერვატორი დეპუტატების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფრაქციამ ტერეა მეის ნდობა გამოუცხადა და ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ინარჩუნებს. კენჭისყრა წუხელ, გვიან ღამით გაიმართა. ტერეზა მეის მხარდაჭეტა გამოუცხადა 200-მა პარლამენტარმა. ლიდერობის შესანარჩუნებლად მეის 158 + 1 ხმა სჭირდებოდა. ახლა პრემიერ-მინისტრისთვის უნდობლობის ვოტუმის გამოცხადების პროცედურისთვის კენჭისყრის უფლება პარლამენტს 1 წლის განმავლობაში აღარ აქვს.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყოფილი ადვოკატის სასამართლო პროცესი მისთვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა - იურისტი პატიმრობაში 3 წელიწადს გაატარებს, ფინანსური დანაშაულებისა და კონგრესისთვის ცრუ ჩვენების მიცემის გამო. სასამართლო პროცესზე კოენმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ წლების განმავლობაში ეხმარებოდა ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს "ბინძური საქმეების განხორციელებაში". გარდა თავისუფლების აღკვეთისა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადვოკატს 2 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდაც მოუწევს. გადაწყვეტილება მოსამართლე უილიამ პოლიმ გამოიტანა. კოენმა სასჯელის მოხდა 2019 წლის 6 მარტს უნდა დაიწყოს, ნიუ-იორკის სამხრეთით მდებარე ციხეში.

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის განცხადებით, 2019 წელს 61 მლნ ლარით იზრდება და 1 045.0 მლნ ლარამდე მიიმართება ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად. მისი თქმით, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია 754.0 მლნ ლარი, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად 1 მლნ ადამიანზე მეტი იღებს სამედიცინო მომსახურებას. C ჰეპატიტის მართვის პროგრამისთვის გათვალისწინებულია - 11.0 მლნ ლარი, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფისთვის პროგრამის დაფინანსება გაორმაგებულია და გათვალისწინებულია 20.0 მლნ ლარი.

სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ თურქეთი სამხედრო ოპერაციას იწყებს, - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით, თურქეთის შეიარაღებული ძალები რამდენიმე დღეში წამოიწყებენ მასშტაბურ ოპერაციას სირიის ტერიტორიაზე, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთით. ოპერაციის მიზანი არის იმ ტერორისტული ჯგუფების განადგურება, რომლებიც სირიის ჩრდილოეთით არიან გამაგრებული, თურქეთის საზღვართან ახლოს. თურქეთის პრეზიდენტმა არ განმარტა, გულისხმობს თუ არა ამ დაჯგუფებებში თურქულ დანაყოფებსაც, რომლებიც თურქეთში ასევე ტერორისტებად არიან მიჩნეული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...