02:41 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ერდოღანმა სირიაში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება დააანონსა
ფინანსთა მინისტრი: 2019 წელს ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით 1.8 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული

სიახლეები

ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს იანეს კოპაჩს შეხვდა. შეხვედრის დროს საუბარი წარიმართა საქართველოში მიმდინარე ენერგეტიკული სექტორის რეფორმასა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების თაობაზე.

 

აღინიშნა, რომ დასრულდა ისეთ მნიშვნელოვან კანონპროექტებზე მუშაობა, რომლებიც შეეხება საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის რეფორმირებას, განახლებადი ენერგიის წყაროებისა და ენერგოეფექტურობის სამართლებრივი გარემოს შემუშავებასა და დანერგვაზე და სხვ.

 

ითქვა, რომ აღნიშნული ნორმატიული ბაზის ამოქმედება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ ენერგობაზარზე საერთაშორისო ბიზნეს-წესების დამკვიდრებას და ახალი ინვესტიციების შემოდინებას, რაც, საბოლოო ჯამში, საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ევროპულ ნორმებსა და მოთხოვნებთან ჰარმონიზაციას უზრუნველყოფს.

 

შეხვედრაზე ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მხარემ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ მიმდინარე რეფორმები და ყურადღება სამომავლო თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებსა და პრიორიტეტებზე გაამახვილა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი