00:24 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებას 250 მლნ. ლარი მოაკლდება
​განცხადება, რომ ნატო აგრძელებს საქართველოს მზადებას ალიანსში გაწევრიანებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი გზავნილია - დავით ზალკალიანი

სიახლეები

ირანის მთავრობა თავის მოქალაქეებს საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბაჰრამ ქასემიმ მოუწოდა ირანის მოქალაქეებს, საქართველოში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. 

 

ირანის მთავრობის გადაწყვეტილება, მისი თქმით, "ირანის ზოგიერთი მოქალაქის მიმართ საქართველოში გამოხატული უპატივისცემულობით" არის გამოწვეული. "ამ საკითხთან დაკავშირებით ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოს ელჩი ირანში"- თქვა ქასემიმ. 

 

სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, საქმე ეხება სასაზღვრო შემოწმების პროცედურებს, როცა ირანის მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ამის უფლებას რწმენა არ აძლევთ, საქართველოში თავსაბურავების მოხდას აიძულებენ, რაც, ირანული მხარის აზრით, უპატივისცემულობაა და მიუღებელია. 

 

თბილისში ირანის საელჩოში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული