20:15 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ევროპარლამენტმა "ჩრდილეოთის ნაკადი 2-ის" წინააღმდეგ რეზოლუცია მიიღო
რამდენად სერიოზულ ზიანს აყენებს სმარტფონი ჩვენს ჯანმრთელობას?

სიახლეები

Forbes–ის მონაცამებით, ჯოან როულინგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალი აღარაა

 

პრესტიჟულმა გამოცემამ და ჟურნალმა Forbes ყველაზე მაღალანაზაუღებადი მწერლები დაასახელა.

 

სია მოიცავს იმ მწერლებს, რომლებმაც 2017 წლის ივნისიდან 2018 წლის ივნისამდე აშშ-ში წიგნების გაყიდვებიდან ჯამში 283 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს. ასეთ ავტორთა რიცხვი კი სულ თერთმეტია.

 

აღსანიშნავია ის, რომ ტრადიცია დაირღვა და ჰარი პოტერის წიგნების სერიების ავტორი ჯოან როულინგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწერალი აღარაა. პირველი ადგილი დაიკავა ჯეიმს პატერსონმა, რომელიც დეტექტივ ალექს კროს­ზე და­წე­რი­ლი რო­მა­ნე­ბის ავ­ტო­რია. Forbes-ის ცნობით, პატერსონმა წელიწადში 86 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

 

რაც შეეხება ჯოან როულინგს, იგი მეორე ადგილზეა და მისი შემოსავალი 54 მილიონ დოლარს შეადგენს.

 

საგულისხმოა, რომ მკითხველის მიერ არმოწონებულმა ჯოანის ბოლო ნაწარმოებმა ფინანსური დეგრადაციაც განიცადა და მწერლის მოგება, შარშანდელთან შედარებით, 41 მილიონი დოლარით დაეცა.

 

მესამე ადგილზე კი ყველასთვის ნაცნობი და საყვარელი სტივენ კინგი დასახელდა, რომელმაც 27 მილიონი დოლარი მიიღო.

 

 

 

artnews.ge

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული