05:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
​გიორგი მარგველაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა ცუდად, მაგრამ მე-5 პრეზიდენტი ლეგიტიმურია
დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხოლოდ აზოვის ზღვაში დაძაბულობის განმუხტვის შემდეგ შეხვდება

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

14 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წელს ორგანული წარმოების და სერტიფიცირების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელებას იწყებს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ორგანიზებით, თბილისი მარიოტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე იმ მექანიზმების შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში ორგანული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას. შეხვედრაში მონაწილეობა ბიომწარმოებლებმა, ბიოსერტიფიცირების გამცემმა ორგანიზაციებმა, დონორმა ორგანიზაციებმა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თანაშემწემ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და აშშ-ის ლიდერის შეხვედრა შეუძლებელია იქამდე, სანამ რუსული მხარე აზოვის ზღვაში მიტაცებულ უკრაინულ ხომალდებს არ დააბრუნებს და მათი ეკიპაჟის წევრებს არ გაათავისუფლებს. "ახლო მომავალში მე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს შეხვედრა შედგეს" - განაცხადა ბოლტონმა, მის სიტყვებს სააგენტო Reuters ციტირებს. პრეზიდენტის თანაშემწის თქმით, ეს არის აუცილებელი პირობა, რომლის შუსრულებლობის შემთხვევაში, არავითრი რუსულ-ამერიკული სამიტი არ შედგება.

„სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ასეთი კარგი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია,რათა უფრო მეტ წარმატებას მივაღწიოთ და წინ დავძრათ ქვეყნის ინდუსტრიალიზაცია“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სამშენებლო მასალების იმპორტიორი და მწარმოებელი კომპანია „ნოვას“ ახალი საწარმოს გახსნის ღონისძიებაზე ჟურნალისტებს განუცხადა. გიორგი ქობულიას თქმით, საქართველოში უნდა შეიქმნას რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი საწარმო არა მარტო ადგილობრივი, არამედ საექსპორტო ბაზრებისთვისაც.

ბრიუსელის სამიტზე ევროკავშირის ლიდერებმა არ მისცეს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დამატებითი გარანტიები, რომლებიც მას ბრიტანეტის პარლამენტში Brexit-ის პროექტის რატიფიკაციის საშუალებას მისცემდა. მეტიც, ევროპის ლიდერთა განცხადებით, მათმა უმეტესობამ საერთოდ ვერ გაიგო, კონკრეტულად რა ტიპის გარანტიებს ითხოვდა ტერეზა მეი. საერთო ჯამში, სამიტის პირველი დღის დისკუსიამ დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ყოველგვარი შეთანხმებისა და შედეგის გარეშე ჩაიარა. ამ შეხვედრის შემდეგ გაიზარდა ე.წ. "ხისტი ბრექსიტის" ალბათობა, რაც ნიშნავს, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი შესაძლოა შეთანხმების გარეშე დატოვოს, რატიფიკაციისა და პარლამენტის თანხმობის გარეშე.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ყოფილი ადვოკატისთვის, მაიკლ კოენისთვის კანონსაწინააღმდეგო დავალება არასდროს მიუცია. ამ საკითხს აშშ-ის პრეზიდენტი Twitter-ზე შეეხო: "მე არასოდეს მიმიცია მაიკლ კოენისთვის დავალება, რომ კანონი დაერღვია. ის ადვოკატი იყო და, შესაბამისად, კანონები უნდა სცოდნოდა. ამას "ადვოკატის რჩევა" ჰქვია. თუ ხდება შეცდომები კანონთან დაკავშირებით, ამაზე პასუხიმგებელი ადვოკატია, მათ სწორედ ამისთვის უხდიან", - დაწერა ტრამპმა Twitter-ზე. ტრამპმს მიაჩნია, რომ კოენის აღიარებები, რომელშიც ის პრეზიდენტს უკანონო ბრძანებების გაცემაში ადანაშაულებს, რეალობას არ შეესაბამება და მხოლოდ მისი (ტრამპის) დისკრედიტაციისკენ არის მიმართული.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...