04:10 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: „ყალიბდება სამთავრობო საბჭო, რომელიც დაკავებული იქნება ეროვნული უსაფრთხოების საკითხებით და ეს მოდელი ყველაზე მეტად არის თავსებადი საპარლამენტო მმართველობის ფორმასთან“
საფრანგეთში პროტესტს ქვეყნის მთავარი პროფესიული კავშირი შეუერთდა

სიახლეები

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა

 

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის ომის შესახებ წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად გამოცხადდა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. მისი თქმით, ამით დადასტურდა, ის რომ რუსეთის ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

 

„სტრასბურგის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ადასტურებს, რომ რუსეთის მხრიდან მომდინარე ყველა უსაფუძვლო ბრალდება, თითქოს საქართველოს ხელისუფლებამ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა აწარმოა 2008 წლის ომის დროს, უსაფუძვლოა და ეს სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნინო გოგუაძისგანცხადებით, ევროპის სასამართლომ დაადასტურა, რომ აგვისტოს ომის დროს საქართველოს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია.

 

„ცხინვალში მცხოვრები მოქალაქეები აცხადებდნენ, რომ აგვისტოს ომის პერიოდში საქართველომ მათი უფლებები დაარღვია და მიუთითებდნენ სიცოცხლის, საკუთრების უფლების დარღვევაზე, წამების აკრძალვის დარღვევაზე. სასამართლოს პასუხი არის, რომ ეს ჩივილები არის დაუსაბუთებელი და საქართველოს ომის პერიოდში მიმდინარე სამხედრო მოქმედების დროს ადამიანის უფლებები არ დაურღვევია“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

 

მისივე თქმით, ამ საქმის მიმართ იყო დიდი მოლოდინი.

 

„ევროპის სასამართლოს ნებისმიერ გადაწყვეტილებას საქართველო - რუსეთის ომის საკითხებთან დაკავშირებით, მნიშვნელობა აქვს სხვა საქმეებზეც, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას შეეხება. ეს საქმეები ასევე, მნიშვნელოვან როლს ასრულებს თანამედროვე საერთაშორისო სამართლის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

მსგავსი სიახლეები

თქვენთვის საყურადღებო დღის 3 თემა

  • 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა
  • ოქტომბერში ფულადი გზავნილების მოცულობა 11.6%-ით გაიზარდა
  • მუდმივი ფასდაკლებები განახლებული უნიქარდისგან

კვირის ეკონომიკური მონიტორი 5 - 11 ნოემბერი, 2018

• ოქტომბერში საერთაშორიოს რეზერვების მოცულობა 57 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. • ოქტომბერში ტურისტების რაოდენობა 15.1%-ით გაიზარდა. • მიმდინარე კვირაში ლარი აშშ დოლართან და ევროსთან...

სავალუტო ბაზრის მიმოხილვა ( 5 - 10 ნოემბერი, 2018 )

კვირის განმავლობაში ლარი აშშ დოლარის მიმართ გამყარდა 1,50%-ით, ევროსთან 1,90%-ით. მიმდინარე კვირაში სებ-მა საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე 10 მლნ. აშშ დოლარი შეისყიდა.