12:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დღეს ღამე დედამიწიდან გემინიდების მეტეორულ წვიმას დავინახავთ
Apple-ში იმედი აქვთ, რომ პროგრამული განახლების შემდეგ iPhone-ები ჩინურ ბაზარზე დაბრუნდება

სიახლეები

100 კილომეტრი 3 წუთიანი დამუხტვით: BMW-მ და Porsche-მ ელექტრომობილებისთვის ულტრა-სწრაფი დამტენი შექმნეს

 

საავტომობილო კომპანიებმა BMW-მ და Porsche-მ ელექტრომობილებისთვის ულტრა-სწრაფი დამტენი სადგური შექმნეს. მისი საშუალებით ელექტრომობილის 3 წუთიანი დამუხტვის შემდეგ ავტომობილი საშუალოდ 100 კილომეტრს გადის. 

 

სწრაფი დამუხტვის ფუნქცია შეიძლება ელექტრომობილების ბაზრის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპი იყოს, რადგან ახლა მსგავსი ავტომობილების ძირითადი პრობლემა სწორედ დამუხტვის დროში მდგომარეობს.  

 

Bloomberg-ის ინფორმაციით,  ახალი დამტენის სიმძლავრე 450 კილოვატს აღწევს - რაც 3,5-ჯერ აღემატება Tesla-ს მიერ შექმნილი ანალოგიური მოწყობილიობის -  Supercharger-ის სიმძლავრეს. ახალ სადგურზე საცდელი ელექტრომობილი 15 წუთში 80%-მდე დაიმუხტა. 

 

პროექტის განხორციელებაში კომპანია Siemens, Allego და Phoenix Contact E-Mobility მონაწილეობდნენ. სწრაფი დამუხტვის დროს ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აკუმულატორისა და დამტენი სადენის გადახურებაა, რაც ინჟინრებმა დამტენ მოწყობილობაში გაგრილების ალტერნატიული სისტემის ჩანერგვით გადაჭრეს.  

 

BMW-და და Porsche-ს ერთობლივმა პროექტმა ბაზარს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ ელექტრომობილების სეგმენტში მალე საავტომობილო ბაზრის მთავარი მოთამაშეები გამოჩნდებიან.  

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული