02:44 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
როგორ მინდინარეობს თბილისში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმი?
საქართველოში პირველად ხელი მოეწერა საკონსერვაციო შეთანხმებებს

სიახლეები

ენერგეტიკული სიღარიბე - საქართველოში არსებული ვითარება

 

ენერგეტიკული სიღარიბე ეწოდება მდგომარეობას, როდესაც ადამიანებს, ან ოჯახებს არა აქვთ შესაძლებლობა, სათანადო გაათბონ სახლი ან მიიღონ სხვა საჭირო ენერგეტიკული მომსახურება ხელმისაწვდომ ფასად. ენერგეტიკული სიღარიბე ვლინდება როგორც ენერგიაზე ტექნიკური ხელმისაწვდომობის, ასევე - მოხმარების ფინანსური შესაძლებლობის არარსებობაში.

 

მაგალითად, ენერგეტიკული სიღარიბე მაღალია განვითარებად ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას არ აქვს წვდომა თანამედროვე ენერგორესურსებზე - ელექტროენერგიასა და გაზზე, თუმცა ენერგეტიკული სიღარიბე არსებობს ისეთ განვითარებულ ქვეყნებშიც, სადაც ელექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე წვდომა პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ მოსახლეობას ენერგეტიკული სერვისების მისაღებად დიდი თანხის გადახდა უწევს.

 

გავრცელებული პრაქტიკის მიხედვით, ენერგეტიკული დანახარჯები არ უნდა აღემატებოდეს ოჯახის შემოსავლის 10% - ს, თუმცა დანახარჯების ძალიან დაბალი მაჩვენებელიც შეიძლება ფარული ენერგეტიკული სიღარიბის მაჩვენებელი იყოს და მიანიშნებდეს, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახები ვერ მოიხმარენ საჭირო რაოდენობის ენერგეტიკულ რესურსებს და ამით ზიანს აყენებენ საკუთარ ჯანმრთელობას. 

 

საქართველოსთვის ენერგეტიკული სიღარიბე შედარებით ახალი ცნებაა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკა ან კვლევები დამკვიდრებული არ არის. წინამდებარე ანგარიშის მიზანია, შექმნას პირველადი ჩარჩო და რეკომენდაციები ამ საკითხის შემდგომი კვლევისა და პოლიტიკის შემუშავებისათვის.

 

უპირველესად, მიმოვიხილავთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, რომელსაც გავლენა აქვს ენერგეტიკულ სიღარიბეზე. დღეისათვის საქართველოს მოსახლების 99% - ს აქვს წვდომა ელექტროენერგიაზე, ხოლო 68% - ს - ბუნებრივ გაზზე. მოსახლეობა გათბობის, ცხელ - წყალმომარაგებისა თუ საჭმლის მოსამზადებლად ძირითადად იყენებს ბუნებრივ აირს, შეშას და ელექტროენერგიას. ოჯახების მიერ მთლიან მოხმარებულ ენერგიაში ბუნებრივი გაზის წილი შეადგენს 51.8% - ს, შეშა - 29. 9% - ს ხოლო ელექტროენერგია - 16.4 %. შეშის მოხმარების წილი მაღალია სოფლებში და შეადგენს მოხმარებული შეშის 82% - ს.

 

ენერგიის მოხმარების თავისებურებები შინამეურნეობებში შემდეგია:

 

• საქართველოში გათბობისათვის გამოიყენება ინდივიდუალური ცენტრალური გათბობის სისტემა ან სხვა ინდივიდუალური საშუალებები. არ მოქმედებს უბნის ან შენობის ცენტრალური საქვაბეები. ინდივიდუალური ცენტრალური სისტემისათვის მოიხმარება ბუნებრივი აირი, სხვა სისტემისათვის კი ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, შეშა, სასოფლოსამეურნეო ნარჩენები და მყარი ან თხევადი საწვავი.

 

• მოსახლეობა ცივ ამინდში საცხოვრებლის საერთო ფართის მხოლოდ მცირე ნაწილს ათბობს. უმეტესად თბება მხოლოდ 20 მ2 ან ნაკლები. გათბობისათვის მოსახლეობის 44,5% იყენებს ბუნებრივ გაზს, 45,8% - შეშას და სასოფლო - სამეურნეო ნარჩენებს, ხოლო 6,4% - ელექტროენერგიას.

 

• საჭმლის მომზადება შეიძლება დაიყოს საჭმლის ღუმელზე მომზადებად და ქურაზე მომზადებად, ორივე შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება ბუნებრივი გაზი და შეშა. 

 

ენერგიის მოხმარების მონაცემების ანალიზიდან იკვეთება, რომ შეშის წილი გათბობასა და საჭმლის მომზადებაში არის მაღალი და ოჯახების თითქმის ნახევარი დამოკიდებულია შეშაზე, შეშის წვა არაეფექტურ ღუმელებში ენერგეტიკული სიღარიბის მახასიათებლად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან, როგორც წესი, სუფთა ენერგიის წყაროების ნაკლები ხელმისაწვდომობის შედეგია.

 

 

"მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის” (WEG)

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექტემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი