14:38 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2018 წლის III კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 191.9 მილიონი ლარით
როგორ მინდინარეობს თბილისში სოლიდარობისა და ინოვაციური დაფინანსების ფორუმი?

სიახლეები

სემეკი: ბინების გამქირავებლები საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

 

პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით (მათ შორის, AirBnB-ისა და booking.com) აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში საყოფაცხოვრებო ტარიფს გადაიხდიან

 

სასმელი წყლის ტარიფთან დაკავშირებით 2018 წლის 13 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ კომისიის გადაწყვეტილება არ გულისხმობს ბინების გაქირავებისას სასმელი წყლის არასაყოფაცხოვრებო ტარიფის დაწესებას. ის პირები, რომლებიც სხვადასხვა საიტების საშუალებით (მათ შორის, AirBnB-ისა და booking.com) აქირავებენ ბინებს, როგორც დღიურად, ასევე გრძელვადიან პერიოდში გადაიხდიან საყოფაცხოვრებო ტარიფს.

 

რაც შეეხება საოჯახო ტიპის სასტუმროებს, კომისიაში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებული პირობების ჩამოყალიბებას ასეთი ტიპის სასტუმროებისთვის. წარმოების დასრულების შემდეგ, არა უგვიანეს 2019 წლის იანვრისა, საოჯახო სასტუმროებზე არასაყოფაცხოვრებო ტარიფის ნაცვლად გავრცელდება შერეული სატარიფო სისტემა.

 

რეგულაციის შემუშავების პროცესში, კომისია სთავაზობს დაინტერესებულ მხარეებს საჯარო შეხვედრებს, განხილვებსა და მათი პოზიციების დაფიქსირებას სამუშაო ფორმატში. აღნიშნული ფორმატი კომისიის საქმიანობაში მიღებული და არაერთხელ აპრობირებულია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი