06:49 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
WEG: ენერგიის დაზოგვა, ხშირ შემთხვევაში, პირადი კომფორტისა და კეთილდღეობის ხარჯზე ხდება
The Times: დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტში განმეორებითი რეფერენდუმის იდეას განიხილავენ

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

17 დეკ 2018ექსკლუზივი

 

დილის საკითხავი

როგორც ჩანს, 2018 წელი Facebook-ისთვის ისტორიაში ყველაზე წარუმატებელი გამოდგება. სოციალური ქსელისა და მარკ ცუკერბერგის რეპუტაცია ჯერ გაზაფხულზე მომხდარმა სკანდალმა შელახა, როცა Facebook-მა 87 მილიონი ადამიანის პერსონალიური მონაცემები დაკარგა, მოგვიანებით კომპანია ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა და დამნაშვეებმა 29 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მიითვისეს, ახლა კი ამ სიას მორიგი ეპიზოდი დაემატა: სოციალური ქსელის გამოყენებით პროგრამულ ინტერფეისში (API) დაშვებული შეცდომის გამო Facebook-მა 6,8 მილიონი მოხმმარებლის პირადი ფოტოები გახადა მესამე პირებისთვის ხელმისაწვდომი, მიუხედავად კონფიდენციალურობის პარამეტრებისა.

“მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას ინაუგურაციის ცერემონიაზე მოწვევისთვის. ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა - პირველად იქნა არჩეული ქალი პრეზიდენტი. როგორც საქართველოს მეგობარსა და სუამ-ის გენერალური მდივანს, რომლის დამფუძნებელი წევრიც არის საქართველო, მსურს მივულოცო ქართველ ხალხსა და ახლადარჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და წარმატება ვუსურვო მას” - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა სუამი-ს გენერალურმა მდივანმა ალტაი ეფენდიევმა განაცხადა, რომელმაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„საქართველოში ამოქმედდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის პირობებშიც შეუძლებელი იქნება რაიმე ტიპის ავტოკრატიის ჩამოყალიბება ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი კობახიძემ ხაზასმით აღნიშნა, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციით შემოღებულია აბსოლუტურად დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ქვეყანა საბოლოოდ გადადის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე. "საბოლოოდ გადავდივართ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ძლიერდება პარლამენტი ამ სისტემაში, ძლიერდება ოპოზიცია" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მთავარი კრიპტოვალუტა ბითკოინი ვარდნას აგრძელებს. ამჯერად მისი კურსი 3,205 აშშ დოლარამდე დაეცა. ზუსტად ერთი წლის წინ 1 ბითკოინი 17 085 აშშ დოლარი ღირდა, რაც ნიშნავს, რომ ელექტრონული ვალუტა ბოლო 1 წელიწადში 81%-ით არის გაუფასურებული. ამ პერიოდში თითქმის ხუთჯერ შემცირდა კრიპტოვალუტების ბაზრის საერთო კაპიტალიზაცია. ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს მომავალში მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. BTCC ბირჟის თანადამფუძნებელი ბობი ლი ვარაუდობს, რომ ბითკოინის კურსი იანვარში 2500 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდება.

The Times წერს, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობის წევრთა უმეტესობა ტერეზა მეის მიერ შეთავაზებული ბრექსიტის პროექტის წინააღმდეგია და ამ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების პერსპექტივას ვერ ხედავს, მეტიც, მინისტრთა კაბინეტში უკვე ღიად განიხილავენ ახალი რეფერენდუმის ვარიანტს. სააგენტოს ცნობით, მოვლენათა განვითარების ამ სცენარს მინიმუმ 5 მინისტრი უჭერს მხარს, მათ შორის - ფინანსთა მინისტრი ფილიპ ჰამონდი და შრომის მინისტრი ემბერ რადი. ტერეზა მეი კვლავ ინარჩუნებს თავის მტკიცე პოზიციას და რეფერენდუმის კატეგორიული წინააღმდეგია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...