22:04 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 56.4 ლარით გაიზარდა
დილა მშვიდობის

სიახლეები

WEG: ენერგიის დაზოგვა, ხშირ შემთხვევაში, პირადი კომფორტისა და კეთილდღეობის ხარჯზე ხდება

 

საქართველოში ენერგიის დაზოგვა, ხშირ შემთხვევაში, პირადი კომფორტისა და კეთილდღეობის ხარჯზე ხდება - ვკითხულობთ WEG-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.

 

ფოკუს ჯგუფები, რომელიც ჩატარდა თბილისის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის და კახეთის რეგიონში მცხოვრები საშუალო შემოსავლიანი მოსახლეობის მონაწილეობით, ავლენს, რომ:

 

როგორც სოციალურად დაუცველი რესპონდენტების, ისევე რეგიონში მცხოვრები რესპონდენტებისათვის ენერგეტიკული დანახარჯების წილი არ აღემატება 10% - ს ზაფხულის თვეებში, ხოლო ზამთარში შემოსავლის 20 - 25% - ს შეადგენს. თუმცა ენერგიის დაზოგვა, ხშირ შემთხვევაში, პირადი კომფორტისა და კეთილდღეობის ხარჯზე ხდება. გარდა ამისა, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა მიუთითებს ზაფხულში ტემპერატურის მატებასა და კონდიციონერების საჭიროებაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის მათ ენერგეტიკულ დანახარჯებს ზაფხულში.

 

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონე ენერგიის მოხმარების თავისებურებებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ დაბალია. მაგალითად, ისინი ნაკლებად ერკვევიან ენერგოეფექტური ნათურების მახასიათებლებში და ჯანმრთელობისათვის საზიანოდ მიჩნიათ, ასევე არ აქვთ ინფორმაცია, რომ ენერგეოეფექტური ნათურების ფასი მნიშვნელოვნად არის შემცირებული და ნათებაც საკმარისი აქვთ. ამასთან, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას შორის შეშა ყველაზე სუფთა და უსაფრთხო საწვავად მიიჩნევა.

 

• სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების სისტემა ნაკლებეფექტურია, რადგან მოიცავს მხოლოდ ელექტოენერგიის ვაუჩერს და არ ეხება ბუნებრივ გაზს. ამან შეიძლება წაახალისოს ელექტროენერგიის არაეფექტური მოხმარება. ფოკუს ჯგუფის მონაწილეები მიზანშეწონილად მიიჩნევენ ვაუჩერით განსაზღვრული თანხის გადანაწილებას ბუნებრივ გაზზეც.

 

• რეგიონის მოსახლეობა, თბილისის მოსახლეობისგან განსხვავებით, აღნიშნავს ელექტროენერგიით მომარაგების უსაფრთხოების მნიშვნელობას. მიუთითებენ, რომ უამინდობისას ხშირია ელექტროენერგიის წყვეტები, და ძაბვის ცვალებადობა, რის გამოც ხშირად უფუჭდებათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ცდილობენ ასეთ ამინდებში წინასწარ იზრუნონ და გამორთონ დანადგარები. ამბობენ ასევე, რომ გაუმართავი ინფრასტრუქტურა, სადენები და ბოძები ხშირად საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...