16:23 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რა თანხას ხარჯავენ საქართველოში ენერგორესურსების შეძენაზე?
საქსტატი: საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 56.4 ლარით გაიზარდა

სიახლეები

საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა

 

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0,4 პროცენტით და შეადგინა 11531,2 მილიონი კილოვატსაათი.

 

ელექტროენერგიის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ნაკლები წყალმოდინებით. 2017 წლის განმავლობაში მოპოვებულია 32,0 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2016 წელთან შედარებით 17,1 პროცენტით ნაკლები), 268,1 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 9,6 პროცენტით ნაკლები) და 8,5 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 28,8 პროცენტით მეტი). გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში წარმოებულია 1937,8 ათასი მ3 შეშა (წინა წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები).

 

2017 წელს მოხმარებულია 11208,5 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია (რაც 6,9 პროცენტით აღემატება 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელს). ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია როგორც წარმოების მოცულობის გაფართოებით, ასევე მომსახურების დარგებში და შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.

 

2017 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2343,9 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3,6 პროცენტით მეტი), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1727,4. მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 7,7 პროცენტით მეტი). მოხმარების ზრდა მეტწილად გამოწვეული იყო შინამეურნეობებში და მრეწველობის დარგში გაზრდილი მოთხოვნით. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიოს 15 უმსხვილესი კომპანია

18 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  უკანასკნელი 18 წლის განმავლობაში მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების რეიტინგებში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. პირველ რიგში აღსანიშნავია, დიგიტალური კომპანიების...

ბანკომატების რაოდენობა - საერთაშორისო შედარება

11 ნოე 2019კვირის გრაფიკი

  ბანკომატების რაოდენობა საქართველოში მსგავსი განვითარების ქვეყნებთან შედარებით მაღალია. მსოფლიო ბანკის გლობალური ფინანსური განვითარების მონაცემებით ბანკომატების რაოდენობა...

განათლების ხარჯების ეფექტიანობა საქართველოში

4 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველოში განათლებაზე გაწეული სახელმწიფო ხარჯები სხვა ქვეყნებთან შედარებით დაბალ-ეფექტიანია. საქართველოს მთავრობა განათლებაზე მშპ-ს 3.8%-ს ხარჯავს, დაახლოებით იმდენივეს რამდენსაც...