23:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში ქალების საშუალო ხელფასი კაცებისაზე, დაახლოებით, 509 ლარით ნაკლებია
საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება შემცირდა

სიახლეები

რა თანხას ხარჯავენ საქართველოში ენერგორესურსების შეძენაზე?

 

სუფთა ენერგიის წყაროების ხელმისაწვდომობასთან ერთად, ენერგეტიკული სიღარიბის კვლევისას წამყვანი ადგილი უჭირავს ენერგიაზე დანახარჯების წილს ოჯახის შემოსავლებში.

 

WEG-ის შინამეურნეობების გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო ერთ წლის განმავლობაში საყოფაცხოვრებო საჭიროებისათვის მოსახლეობამ ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გარდა 158,9 მლნ. ლარის ღირებულების ენერგო რესურსი შეძინა. აქედან 109,8 მლნ. ლარი დახარჯულია შეშის შეძენაზე, 45,0 მლნ. ლარი - თხევადი გაზის შეძენაზე, 2,7 მლნ. ლარი - სასოფლო - სამეურნეო ნარჩენების შეძენაზე. 

 

აღსანიშნავია, რომ ოჯახებმა ასევე 6,3 მლნ. ღირებულების ენერგორესურსი მიიღეს საჩუქრის სახით (შემოწირულობა, მეზობლების დახმარება და ა.შ.), რომლის უდიდესი ნაწილი (93,3%) მოდის შეშაზე, ხოლო დანარჩენი 6,3% უმეტეს შემთხვევაში ხე - ტყის, სასოფლო - სამეურნეო და ცხოველურ ნარჩენებზე ნაწილდება.

 

გარდა ამისა, ქვეყანაში განახლებადი ენერგორესურსების არსებობა შინამეურნეობებს საშუალებას აძლევს გარკვეული სახეობის ენერგორესურსი მიიღოს საკუთარი ძალებით. მაგალითად, წლის განმავლობაში მათ მოიპოვეს 15407,4 ტონა ცხოველური ნარჩენები, 3108,7 ტონა ხე - ტყის ნარჩენები, 453,0 ათასი მ3 შეშა, 236,8 ტონა სასოფლო - სამეურნეო ნარჩენები და დაახლოებით 1 ტონა ხის ნახშირი.

 

ამ ხარჯებს ასევე ემატება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფით განსაზღვრული თანხის გადახდა. ელექტროენერგიაზე ტარიფი საფეხურების მიხედვით მერყეობს 14 დან 23 თეთრამდე, ხოლო ბუნებრივი გაზის ფასი არის თბილისში 46 თეთრი, ხოლო რეგიონებში 57 თეთრი. ენერგეტიკული დანახარჯები მნიშვნელოვნად განსხვავებულია ოჯახებისა და სეზონების მიხედვით. მაგალითად, Winrok International Georgia-ს კვლევის მიხედვით, თბილისში ზაფხულის თვეებში ბუნებრივი აირის გადასახდელი არის დაახლოებით 20 ლარი, ხოლო ზამთარში 95 ლარი. ელექტროენერგია კი ზაფხულში - 28 ლარი, ხოლო ზამთარში - 48 ლარი. ამასთან, გათბობა ხშირ შემთხვევაში 24 საათს განმავლობაში ჩართული არ არის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული