05:26 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საერთაშორისო სავალუტო ფონდი იანვარში გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზს შეამცირებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

სიახლეები

ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობა იზრდება

 

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2017 წელს, წინა წელთან შედარებით, შემცირდა 0,4 პროცენტით და შეადგინა 11531,2 მილიონი კილოვატსაათი.

 

ელექტროენერგიის შემცირება ძირითადად განპირობებული იყო ნაკლები წყალმოდინებით. 2017 წლის განმავლობაში მოპოვებულია 32,0 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2016 წელთან შედარებით 17,1 პროცენტით ნაკლები), 268,1 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 9,6 პროცენტით ნაკლები) და 8,5 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 28,8 პროცენტით მეტი).

 

2017 წლის მონაცემებით ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2343,9 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 3,6 პროცენტით მეტი), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1727,4. მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, (წინა წელთან შედარებით 7,7 პროცენტით მეტი). მოხმარების ზრდა მეტწილად გამოწვეული იყო შინამეურნეობებში და მრეწველობის დარგში გაზრდილი მოთხოვნით.

 

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2017 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1269,7 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, (წინა წელთან შედარებით 9,5 პროცენტით ნაკლები), რაც შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო შესაბამის პროდუქტებზე ფასების ზრდით.

 

ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში 2017 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას, გაანგარიშებულს ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტში. როგორც დიაგრამიდან ჩანს, სტრუქტურაში უდიდესი წილი (65,3 პროცენტი) მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისაგან წარმოებული ენერგია (24,0 პროცენტი), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან:

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო ტურისტებისათვის ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის

25 მარ 2019კვირის გრაფიკი

  ჩამოსულ ტურისტთა ქვეყნის მოსახლეობასთან შედარების მიხედვით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ქვეყანაა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მონაცემებით 2016 წელს...

რატომ გვჭირდება ბანკები?

18 მარ 2019კვირის გრაფიკი

      ბანკები უმნიშვნელოვანეს დადებით როლს თამაშობენ საქართველოს ეკონომიკაში. ბანკებში შესაძლებელია დანაზოგის უსაფრთხოდ შენახვა და, ამავე დროს, სარგებლის მიღება, უსაფრთხოდ და...

ავტოკატასტროფებში დაღუპულთა ზრდით საქართველო მსოფლიოში პირველია

11 მარ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველო საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვის ზრდით (2006-2016 წლებში) მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს. საქართველოში საგზაო შემთხვევებში დაღუპულთა რაოდენობამ 2006-2016...